კატეგორია: სამართალი

ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

ესპანეთში ბათუმელი მეზღვაური დაიღუპა

ბათუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს, გამთენიას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის, უცნობია. მთავარი

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

პატრულმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა ისანის მეტროში სასტიკად ცემა

თბილისის ისანის მეტროში პატრულმა 18 წლის მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ნაცემია ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციელი გამეტებით მუშტებს თავისა და სახის არეში ურტყამს. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მამაკაცი მის კითხვებს ვერ პასუხობდა. სასტიკ ანგარისსწორებამდე სამართალდამცველს შშმ პირის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო […]

“მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას” – ნინო ლომჯარია სტრასბურში გაემგზავრა

ნინო ლომჯარია ამნისტიის კანონპროექტებს მხარს უჭერს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურში გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილის საქმე, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა და სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმება მაღალი რანგის შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება. ომბუდსმენი შეხვედრებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სტრასბურის სასამართლოს პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. “ვიზიტის მიზანია, რომ სტრასბურის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების […]

გურჯაანში მამაკაცს თანასოფლელი შემოაკვდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით 70 წლის თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.

ბექა ბასილაია – “7 ნოემბრის დარბევაში სააკაშვილის ჩართულობა გამოგონილია”

"ეს პროკურატურა ზვიად გამსახურდიასაც წაუყენებდა ბრალს საქართველოში დაბრუნების გამო" - ბექა ბასილაია

დღეს გამოკვლეულ არც ვიდეომტკიცებულებებში და არც წერილობით მტკიცებულებებში არც ერთი ფორმით მიხეილ სააკაშვილის რაიმე დანაშაულზე საუბარი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა 2007 წლის 7 […]

წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 7.185 ლარის ოდენობით შეეფარდათ. „კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე […]

საგარეჯოს პოლიციის შენობიდან ახალგაზრდა კაცმა გადახტომა სცადა

საგარეჯოს პოლიციის შენობიდან ახალგაზრდა კაცმა გადახტომა სცადა

7 იანვარს საგარეჯოში გამართული კონცერტი პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირებით და 2 ახალგაზრდის დაკავებით დასრულდა. კიდევ რამდენიმეს კი სამართალდამცველები პირდაპირ დაემუქრნენ იარაღის ჩადებით და დაჭერით, თუ ხმის ამოღებას გაბედავენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდებმა გარდაცვლილი სამხედროსთვის პატივის მიგება მოინდომეს და დაკრძალვის პარალელურად კონცერტის ჩატარება სცენიდან გააპროტესტეს. ვითარების კონტროლის ქვეშ დაბრუნება შორიახლოს მდგარმა პოლიციელებმა განიზრახეს, რომლებიც, სავარაუდოდ, […]

ქართველი კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი უკრაინის სასამართლომ ციხიდან გამოუშვა

ქართველი კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი უკრაინის სასამართლომ ციხიდან გამოუშვა

თბილისში, პაატა ჩხარტიშვილის ახლობლები “კურიერს” უდასტურებენ, რომ გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი” ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, პატიმრობიდან გათავისუფლებულ “კრიმინალურ ავტორიტეტს” ქვეყნიდან მაინც გააძევებენ, თუმცა რა მიმართულებით ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისში დაბრუნებას არ აპირებს. 51 წლის პაატა ჩხარტიშვილი, სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, ზელენსკის “შავ სიაშია” შეყვანილი, […]

რატომ წაართვა ნიკა ბასილაშვილმა შვილს ნაჩუქარი ბინა – სასამართლო 8 თებერვალს განახლდება

ნელი დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილისგან ბავშვისთვის წელიწადში 100.000 ლარს ითხოვს

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა, რომლებითაც დგინდება, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს,  რომლის მიხედვითაც სპორტსმენმა ერთადერთ შვილს, ალიმენტი თვეში 3.600 ლარი უნდა გადაუხადოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს პირველ ჩოგანს დააკისრა – გასული 18 თვის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, შვილს 2.000 ლარი  გადაუხადოს. ხოლო […]

ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა. საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის […]