“ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს” – რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი

"ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს" - რას ყვება მეტროში ნაცემი 17 წლის ბიჭი17 წლის ბიჭი, რომელიც პოლიციელის მხრიდან წამების და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, პირველ ინტერვიუს “ტვ პირველს” აძლევს.

შშმ პირი აღწერს, რა მოხდა მეტროსადგურ “ისანში”. მისი განცხადებით, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ გააჩერა, სამორიგეო ოთახში შეიყვანა და მუშტებს თავში ურტყამდა.

“კიბეზე რომ ჩავდიოდი, დამიჭირეს, ხელები გადამიგრიხეს, ოთახში შემიყვანეს და მცემეს. ორნი იყვნენ. უმიზეზოდ მცემეს, ძალადობის შემდეგ გამიშვეს”- ყვება დაზარალებული.

მისი თქმით, ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს – ძალადობას მისი მეგობრებიც შეესწრნენ.

ტვ პირველი