კატეგორია: სამართალი

მეტროში ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა

მეტროში ნაცემ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირის სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდა. მოზარდი ბიუროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა გადაიყვანეს. ნაცემი არასრულწლოვნის სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა მისი საზოგადოებრივი ადვოკატი, დედა და ასევე თარჯიმანი. საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. „ექსპერტიზის მიმდინარეობასთან და საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე, მას დეტალებზე საუბარი არ […]

ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს უჩივლა

ლონდა თოლორაია - "პრეზიდენტის ვეტოს დიდი იმედი მაქვს"

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის […]

ნატა ფერაძე დააკავეს

ნატა ფერაძე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში აქცია იმართება, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს.  მან ადგილზე სტიკერების გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. სტიკერებზე დაწერილი იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ, საუბარია, დემურ სტურუაზე, ლევან აბზიანიძეზე, ლუკა სირაძეზე, ლექსო ლაშქარავაზე. სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე კი ამბობს, რომ აქციაზე სამართალდამცველები ძალადობენ და დაზიანებებს აყენებენ […]

“ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა” – მეტროს სკანდალური ვიდეო გიორგი ჯოჯიშვილმა გადაიღო

"ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა" - მეტროს სკანდალური ვიდეო გიორგი ჯოჯიშვილმა გადაიღო

გიორგი ჯოჯიშვილი, თვითმხილველი და ნაცემი მოზარდი შშმ პირის მეგობარი, რომელმაც მეტრო ისანში მძიმე კადრები გადაიღო, მომხდარის დეტალებს “მთავარ არხთან” საუბრისას კიდევ ერთხელ იხსენებს: – ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა ჩემი მეგობარი და მაგან გამოიწვია პოლიციელში აგრესია, რის შედეგადაც ხელით, წიხლით, ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რომ ვუთხარი, არ შეუძლია ლაპარაკი, გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა […]

აჭარის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა მოხსნეს

მძევალთა შორის სამეგრელოს პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავა კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმთაიმსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. გალდავას ადგილას კი გრიგოლ ბესელია დაიკავებს. პოლკოვნიკი 40 წლის გრიგოლ ბესელია, მანამდე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო. რაც შეეხება გალდავას, მის სახელს უკავშირდება ბადრი ესებუას საქმე. სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2020 წლის 21 ოქტომბერს […]

მზია მამრიკიშვილმა ქუთაისში პროკურატურასთან მაკრატლით ხელი დაისერა

მზია მამრიკიშვილმა ქუთაისში პროკურატურასთან მაკრატლით ხელი დაისერა

ხმაური იყო ქუთაისის პროკურატურასთან, სადაც მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა –  ქალმა მაკრატლით ხელი დაისერა. მზია მამრიკიშვილი მჯდომარე აქციას პროკურატურის მისაღებში მართავდა და თაროზე შემოდებული საქმის გამოძიებას ითხოვდა. ქალის მტკიცებით, ღამით ის შენობიდან პოლიციელებმა ძალით გამოათრიეს, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მზია მამრიკიშვილის მტკიცებით, წლების წინ, სუს-ის თანამშრომელმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოფიო სურგულაძემ მისი კუთვნილი 1 კილომდე […]

ყრუ-მუნჯი მამაკაცის ცემის საქმეზე პოლიციელები ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს

ყრუ-მუნჯი მამაკაცის ცემის საქმეზე პოლიციელები ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს

24 იან­ვარს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და თბი­ლი­სის მეტ­რო­პო­ლი­ტენ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც პო­ლი­ცი­ე­ლის მხრი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტია ასა­ხუ­ლი. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ურტყამს თავ­ში და სა­ხის არე­ში სა­მარ­თალდმცა­ვი არას­რულ­წლო­ვანს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი 17 წლის შშმ პი­რია. შსს-მ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გუ­შინ და­ი­წყო, დღეს კი გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ 2 პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვეს. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი […]

იმერეთში უაქციზო სიგარეტი სამედიცინო ტრანსპორტით გადაზიდეს

იმერეთში უაქციზო სიგარეტი სამედიცინო ტრანსპორტით გადაზიდეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა. უკანონო ქმედება იმერეთის რეგიონში დააფიქსირეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უაქციზო სიგარეტი, მისი რეალიზაციის მიზნით, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების კუთვნილი ტრანსპორტით გადაზიდეს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 27.540 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 121.000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, […]

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი […]

“დედამ 12 წლის ქალიშვილი აიძულა, რომ ბაბუისთვის გაუპატიურება დაებრალებინა” – ექსპერტიზამ მამაკაცის უდანაშაულობა დაამტკიცა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

12 წლის ბავშვის საქმე თავდაყირა დგება.  ბაბუა, რომელსაც შვილიშვილის გაუპიატიურებას აბრალებდნენ,  უდანაშაულოა. სამხარაულისს  სახელობის ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდები გააქარწყლა. დოკუმენტებით, რომლებიც ,,პირველების” ხელშია, დგინდება, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. კომპლექსური შემოწმება არასრუწლოვანთან ერთად 53 წლის ბრლდებულსაც ჩაუტარდა. მთელი 4 თვე მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა, რომ ბაბუამ შვილიშვილი 120-ჯერ გააუპატიურა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში  რძლის ჩვენებაა, […]