ასპინძაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი მანქანით გადაადგილებოდა, რა დროსაც დამნაშავის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულმა კი მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიეყენებული. ის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხაბა დამნასავეს, მას სამართალდამცველები […]
კატეგორია: სამართალი
ქუთაისში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, არსებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა. მომხდართან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. კლინიკის ადმინისტრაცია გამოძიების შედეგებს ელოდება. შემთხვევა წუხელ მოხდა. პაციენტი კლინიკაში, რამდენიმე დღის, წინ ზუგდიდიდან გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუსთავი […]
გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი ისევ უჩივის
გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი ისევ უჩივის. საქალაქო სასამართლოში ამჯერად ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. ასმათ დვალიშვილმა, გოგი წულაიას ინტერნეტ აქტივობის გამო უჩივლა. წულაია უარყოფს დვალიშვილისთვის “ფეისბუქზე” მეგობრობის თხოვნის გაგზავნას, რის დასამტკიცებლადაც მის ტელეფონზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. “მედავება იმას, რომ მე ვითომ 16 დეკემბერს 7-ის ნახევარზე დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება თუ მოწონება, რაღაც “ფეისბუქ” აქტივობა შევასრულე, რამაც თურმე […]
თბილისის ცენტრში უცხოელი ქალი მე-14 სართულიდან გადავარდა
თბილისის ცენტრში, ბერბუკის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე არაოფიციალური ვერსია ვრცელდება – ერთ-ერთის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გვიან ღამით გადმოვარდა, მეორე ვერსიით, საქმე შესაძლოა, სუიციდთან გვქონდეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე გადმოაგდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ 22 წლის ქალი ბერბუკის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქალის ცხედარი ახლა […]
აშშ-დან ჩამოყვანილი 71 მანქანა ნაწილებად გაიყიდა – დააკავეს 9 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება- გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 9 პირი მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2017-2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც […]
ნიკა გვარამია – “მიშა სუსტადაა, მას გლდანის ციხეში გადაყვანით დაემუქრნენ”
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორისა და მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, არაა ბოლომდე კომუნიკაბელური და დღეს მისი განცხადება არ იქნება. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. “პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, […]
პენიტენციური სამსახური – “სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში”
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე განმარტებას აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის […]
რას ედავება პროკურორ ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი
გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. ნათია ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ,,პირველებმა” მოიპოვა ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება პროკურორ ნათია ქართველიშვილის მამა ლიფტთან ფიზიკურად სიძის მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით და ასე ცდილობს, მოხუცებს არ მისცეს შვილიშვილთან მიახლოების საშუალება. ყოფილი რძალი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებს ერთდერთი შვილიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურორი რძალი […]
თამთა მურადაშვილი – “მოსამართლემ გვითხრა, რომ 2 თვის წინ შეეშალა და მთავარი არხი მართალი არ არის”
“იგივე მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, რომელმაც 2 თვის წინ გვითხრა, რომ “მთავარი არხი” იყო მართალი, დღეს თქვა, რომ მას შეეშალა და “მთავარი არხი” არ არის მართალი და მარეგულირებელი კომისია არის მართალი” – ამის შესახებ “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი საუბრობს და არხის კიდევ ერთხელ დაჯარიმებას ეხმაურება. პირველმა ინსტანციამ, მოსამართლე ციცინო როხვაძემ თქვა, რომ კომისია არ იყო […]
კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სათარჯიმნო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალათ. „სააგენტომ 2021 წლის 28 დეკემბერს დაასრულა შპს “დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 […]










