მართვის უფლების მისაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება 2022 წლის 10 იანვრიდან განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით „ის მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნულ პერიოდში – 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით – დაჯავშნილი ჰქონდათ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლის ელექტრონული რიგი, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დაჯავშნისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში.“ ამასთან, პრაქტიკულ […]
კატეგორია: სამართალი
საქართველოს ეკლესიას ტყეების საკუთრებაში გადაცემა არ მოუთხოვია
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კანონით უფლება აქვს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ მოითხოვოს ტყის საკუთრებაში გადაცემა – თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარი. ეკლესიას საკუთრებაში ტყეს საქართველოს მთავრობა გადასცემს – ეკლესიის შესაბამისი განაცხადისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული წესით ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემა არ მომხდარა. „ამ ეტაპზე სამინისტროს […]
“პროცესს დისტანციურად არ ჩავერთვები” – ლექსო რაფავა სასამართლოზე დასწრებას ითხოვს
სასამართლო ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას, საქმის განხილვას იწყებს. პროცესი ონლაინ რეჟიმში დღეს არის ჩანიშნული, თუმცა ბრალდებული მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ადვოკატის განმარტებით, ლექსო რაფავამ საქალაქო სასამართლოში ეტაპირება და პროცესზე უშუალოდ დასწრება ითხოვა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღო. ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ. – ბრალდებულის პოზიცია იყო ცალსახა. მან სასამართლოს […]
სად მოხდება გიგი კალანდაძის ექსტრადირება?
სად მოხდება გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის ექსტრადირება, ჯერ ისევ უცნობია. ქართული მხარე გერმანიაში დაკავებულის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში მსხაურობენ, ვარაუდობენ, რომ მას უკრაინაში დააბრუნებენ. კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ საქმეში უკრაინის საკონსულო, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, უკვე ჩაერთო. რაც შეეხება ბრალს, სამხედროები ამბობენ, რომ ის აბსურდულია. “საქართველომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო […]
“ვანო კუთარაშვილი ტირის, ისე განიცდის ძმის მკვლელობას” – გორში მკვლელობის ახალი დეტალები
ძმები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, კამათი მოხდა, რასაც შემდგომ ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა. მომხდარით ისეა განადგურებული, ისეთ მდგომარეობაშია, რომ იგი გახლავთ არა მხოლოდ ბრალდებული, ამავდროულად, დაზარალებულიცაა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტში, ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულის საზოგადოებრივმა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, მოტივი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეკლა თავისი ტყუპისცალი ძმა, არის აბსოლუტურად აბსურდული. ,,ძმის მკვლელობაში ბრალდებული […]
“დანა მუცელში დაურტყამს” – გორში ვანო კუთარაშვილმა ტყუპისცალი მოკლა
შიდა ქართლში,ახალსოფელში ძმამ ძმა მოკლა. 31 წლის ვანო კუთარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით ჭრილობა მიაყენა. დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრასთან დაიწყო. მეზობლების ცნობით, ძმები ბედობის ღამეს სუფრასთან ისხდნენ, ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსა ერთმა ძმამ მეორეს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ამ დროს ადგილზე იყვნენ ძმების მშობლებიც, მაგრამ მათ შვილების შეჩერება […]
გორის სოფელ ახალსოფელში ძმამ ძმა მოკლა
სამეგრელოში 2-მა მეგობარმა მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 23 და 24 წლის ახალგაზრდებმა თვითმკვლელობა სცადეს. Report.ge-ს ინფორმაციით ერთმა მათგანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, ხოლო მეორემ ვენები გადაიჭრა. ორივე მათგანი მეზობლებმა გადაარჩინეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც Report.ge-ს წყარო უყვება, ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. Report.ge გამოძიების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არკვევს.
მიწის დარეგისტრირება ფასიანი გახდა
მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ფასიანი გახდა. ამასთან, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება უსასყიდლოდ [საზღაურის გარეშე]. მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს. სისტემური და სპორადული წესით. სისტემური წესით მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვისაც უფასოა; სპორადული […]
შოთა თევდორაძის ათენში მკვლელობა მის წერილს უკავშირდება? – ახალი ვერსიები
საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბერძნულმა მხარემ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა. საბერძნეთის პოლიცია არკვევს მკვლელობასთან დაკავშირებული პირების ვინაობას და დანაშაულის მოტივს. მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთ ვერსიად ანგარიშსწორება და შურისძიება სახელდება. “კურიერმა” რამდენიმე დეტალი გაარკვია, მათ შორის, თუ რას უკავშირდება შურისძიება. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის […]










