კატეგორია: სამართალი

რას ედავება პროკურორ ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი

რას ედავება პროკურორ ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი

გავლენიანი პროკურორი შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. ნათია ქართველიშვილს გარდაცვლილი ქმრის ოჯახი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ,,პირველებმა” მოიპოვა ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება პროკურორ ნათია ქართველიშვილის მამა ლიფტთან ფიზიკურად სიძის მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით და ასე ცდილობს, მოხუცებს არ მისცეს შვილიშვილთან მიახლოების საშუალება. ყოფილი რძალი გარდაცვლილი მეუღლის მშობლებს  ერთდერთი შვილიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურორი რძალი […]

თამთა მურადაშვილი – “მოსამართლემ გვითხრა, რომ 2 თვის წინ შეეშალა და მთავარი არხი მართალი არ არის”

თამთა მურადაშვილი - "მოსამართლემ გვითხრა, რომ 2 თვის წინ შეეშალა და მთავარი არხი მართალი არ არის"

“იგივე მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, რომელმაც 2 თვის წინ გვითხრა, რომ “მთავარი არხი” იყო მართალი, დღეს თქვა, რომ მას შეეშალა და “მთავარი არხი” არ არის მართალი და მარეგულირებელი კომისია არის მართალი” – ამის შესახებ “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი საუბრობს და არხის კიდევ ერთხელ დაჯარიმებას ეხმაურება. პირველმა ინსტანციამ, მოსამართლე ციცინო როხვაძემ თქვა, რომ კომისია არ იყო […]

კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა    

კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა    

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სათარჯიმნო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალათ. „სააგენტომ 2021 წლის 28 დეკემბერს დაასრულა შპს “დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 […]

ლონდა თოლორაია – “ჩემ წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანიაა დაწყებული”

"ჩემი სამსახურის გაუქმებას რამდენიმე მიზეზი აქვს" - ლონდა თოლორაიამ 2 კვირის წინ შვილი გააჩინა

ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შეხვედრის შემდეგ თოლორაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მის წინააღმდეგ […]

უვარგისი პროდუქციის რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

უვარგისი პროდუქციის რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციისთვის სამართალდამცველებმა  4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ნაგავსაყრელის თანამშრომლები ნაგავსაყრელიდან უვარგის პროდუქტს სისტემატიურად ყიდდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და […]

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტისგან განმარტებებს ითხოვს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

მოსამართლეთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებების შესახებ განმარტებებს ითხოვს. წერილში ნათქვამია: „27 დეკემბერს, მოსამართლეებმა, მედია საშუალებებით შევიტყვეთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით მარტივდება მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, მოსამართლეთა ნებართვის გარეშე მივლინება, დასაშვები ხდება მოსამართლეთა სანქცირების მიზნით მათი […]

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. პროკურატურამ შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გუშინ დანიშნა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს, როგორი იყო გოგა გზირიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა როგორც მკვლელობის ჩადენის მომენტში, ასევე როგორია ის ახლა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – […]

პროკურორი ვეფხვაძე – “ელგუჯა ცომაიამ გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება”

პროკურორი ვეფხვაძე - "ელგუჯა ცომაიამ გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება"

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ მისცა. პროკურორის თქმითვე, სწორედ აღნიშნული ჩვენება იყო ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდა. “ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სხვა პირები უკრაინაში არ იყვნენ, ელგუჯა ცომაიას ჩვენების მიხედვით დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულ გიორგი […]

ლონდა თოლორაია – “რას ნიშნავს პარლამენტის რეკომენდაცია – ვის ჩამოხრჩობა, ვის სიკვდილი?”

ჩვენ ისევ გვისმენენ - სახელმწიფო ინსპექტორის სკანდალური ანგარიში

მიზეზები, რასაც ახლა ვამბობ, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ რეალურ რეფორმას ამ კანონით არ ვატარებთ, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ. ასევე, თოლორაია დაინტერესდა, რა ბედი ელით ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს და რომელ ევროპულ ქვეყანაში უქმდება არჩევითი თანამდებობა […]

ლონდა თოლორაია 2022-ის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორი აღარ იქნება – რა წერია პროექტში

"ჩემი სამსახურის გაუქმებას რამდენიმე მიზეზი აქვს" - ლონდა თოლორაიამ 2 კვირის წინ შვილი გააჩინა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა 2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, 2022 წლის 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდება როგორც სახელმწიფო ინსპექტორი, ასევე მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები. 1 მარტიდან შრომითი ურთიერთობები უწყდებათ და სამსახურიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები. ამავე პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებზე “საჯარო სამსახურის […]