საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება. 15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად გაემგზავრება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები […]
კატეგორია: საზოგადოება
„ექიმ ვასილ მენთეშაშვილს 25 თვის ხელფასის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს, იგი დღეს ინფარქტით გარდაიცვალა”
პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებით, ექიმ ვასილ მენთეშაშვილს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარი უთხრეს. დღეს ექიმი ინფარქტით გარდაიცვალა. “დღეს გარდაიცვალა ექიმი, ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც რუსთავის სამშობიარო სახლს 25 თვიან სახელფასო დავალიანებაზე ედავებოდა. ბატონი ვასილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ხოლო ერთი თვის წინ წამოვიდა სამსახურიდან, რადგან ის თვეობით უხელფასო ექიმად მუშაობდა. მას აღსრულებაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი, რომ […]
“გურიაში სახლში ჩატანებული იყო საეკლესიო ქვები, არ გაიხარა იმ ოჯახმა” – მაია ყუფარაძე
მამა პეტრე კოლხის გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“ პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკი მაია ყუფარაძე რამდენიმე დაუჯერებელი ისტორიის შესახებ ყვება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა წლების წინ გურიაში მომხდარა. „ვნახე კერძო საცხოვრებელი სახლები, სადაც ჩატანებული იყო საეკლესიო ქვები, არ გაიხარა იმ ოჯახმა, ზოგი თვითონ ხვდება და მოდი ჩემთან. ვნახე ისეთი ოჯახი, სადაც სარდაფის გაღრმავება უნდოდათ და პირქვე დამხობილი ღვთისმშობლის ხატი იპოვეს, […]
„დაიმახსოვრეთ, მეხუთე ტალღა უფრო ვერაგი იქნება“- გიორგი ფხაკაძე
გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა იანვარში დაიწყება. “მეხუთე ტალღა ქვეყანაში იქნება იანვარში. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა. რა თქმა უნდა, თუ რაღაც სისულელე არ გავაკეთეთ და საერთოდ გავუშვით ყველაფერი, არანაირი კონტროლი არ გავაკეთეთ და ვაქცინაციას არ მივხედეთ… უნდა დავიმახსოვროთ, რომ მეხუთე ტალღა ეს არის დელტა ვარიანტის მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო ვერაგი […]
დღეს ღვთისმშობლობაა
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ და შვილი არ ჰყავდათ. ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ მათ ანგელოზმა აუწყათ. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, […]
ქუთაისში კოვიდით ინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ – აგვისტოში მათი დედა გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა “ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ. ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ. კლინიკაში აცხადებენ, რომ ჩვილებს პნევმონია ჰქონდათ. “ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით […]
აცრის ლატარიის 10.000 ლარი ბოლნისელმა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა მოიგო
10.000 ლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის – კვირეულ გათამაშებას პირველი, ბოლნისელი გამარჯვებული ჰყავს. ის 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილია. ნიკოლოზ რეხვიაშვილი ქალაქ ბოლნისში სინოფარმის ვაქცინით ზუსტად ერთი კვირის წინ აიცრა. 72 წლის გამარჯვებული ავტომატურად ეთიშება ყოველდღიურ გათამაშებას, თუმცა მისი მონაცემები ერთიან ბაზაში მაინც რჩება. წლის ბოლოს, როდესაც შემაჯამებელი წამახალისებელი ლატარია გაიმართება, არ არის გამორიცხული, რომ მისი მონაცემები […]
ბოლნისში აცრილმა პირმა ლატარიაში 10.000 მოიგო
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარია “აიცერი და მოიგეში” ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. 10.000 ლარი ბოლნისში აცრილმა პირმა მოიგო. მოგებულის ვინაობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირი “სინოფარმითაა” აცრილი. კომპანიის ინფორმაციით, მას მოგებული თანხა უახლოეს დღეებში გადაეცემა. “საქართველოს ეროვნული ლატარიის” ინფორმაციით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1.500 და […]
ნიკო კვარაცხელიას საცოლე – “თბილისში ქორწილის გადახდას ვაპირებდით”
ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას საცოლე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ოჯახი ნიკოს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. ირკვევა, რომ წყვილი ქორწილის გადახდას თბილისში აპირებდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავდა, რათა ნიკოს კომპანიის პოზიციები საერთაშორისო ბაზარზე ერთად გაემყარებინათ. „ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე უცხოეთშიც. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით, იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია… ნიკო ჩემთვის, ერთი […]
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. “გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.









