საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 18:34 საათზე, სოფელ სამებასთან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
კატეგორია: საზოგადოება
მეუფე სტეფანემ პეტრე ცაავას მომხრე სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 6 სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. მისივე გადაწყვეტილებით, მათ საეკლესიო სამოსის ტარებაც ეკრძალებათ. როგორც მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს უთხრა, პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს, რითიც ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას. მეუფ სტეფანე ამბობს, რომ განკვეთილმა სასულიერო პირებმა კელიები […]
“უდიპლომო სასიძოს” ბიჭიკო გარდაიცვალა – კოტე მგალობლიშვილი კოვიდ 19-ის გართულებებმა იმსხვერპლა
81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. იგი მაყურებელმა ფილმში “უდიპლომო სასიძო” შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის ბიჭიკოს პერსონაჟი აღმოჩნდა. კოტე მგალობლიშვილი 1995 დან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება. რუსთავი 2
9 წლის რეზი ასანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
9 წლის რეზი ასანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. რეზი ლეიკემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა მკურნალობის გასაგრძელებლად მას სასწრაფოდ საფრანგეთში გადაყვანა ესაჭიროება. ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო სახსრები არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი: GE36BG0000000856699700 მიმღები გიორგი ასანიძე TBC ბანკი: GE57TB7007145061600022 მიმღები დარეჯან სურმანიძე რუსთავი 2
ქუთაისში თალიკო თავაძეს უმტკიცებენ, რომ გარდაცვლილია და პენსიას არ აძლევენ
ქუთაისში 83 წლის თალიკო თავაძე გარდაცვლილად გამოაცხადეს. თალიკო თავაძე რამდენიმე თვის წინ საავადმყოფოში მოხვდა, გამოწერის შემდეგ კი პენსია შეუჩერდა. მოგვიანებით ოჯახმა გაარკვია, რომ ხელისუფლებამ ის გარდაცვლილთა სიაში ჩაწერა და პენსია ავტომატურად შეუწყვიტა. “იუსტიციის სახლში გამოიკვლიეს ყველაფერი და თქვენი გარდაცვალების ცნობაა მოსულიო. რა გითხრა ბებო, გარდაცვლილთა სიაში ხარო. ხო გაიგეს, რომ ცოცხალი ვარ, პენსია არ მოდის […]
“ჩემს ძმას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა” – გიორგი დიდებაშვილს დახმარება სჭირდება
გიორგი დიდებაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდასტურდა და სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა საზღვარგარეთ. “ჩემს ძმას, გიორგის, 4 თვის წინ დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, დიაგნოზის დასმისთანავე დავიწყეთ მედიკამენტოზური მკურნალობა. ექიმიები, გვეუბნებოდნენ, რომ პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც გათვალისწინებული იყო. მეორე ძვლის ტვინის ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, რემისიაც კი არ არის დაწყებული და მხოლოდ ახლა გვითხრეს, რომ საჭიროა […]
ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის
ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის ერთი ნაწილის გამო, როდესაც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.” […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გახარიამ ავსტრიაში ნარკოტესტი გაიკეთა
გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრის დროს განაცხადა. გახარიას თქმით, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება. “გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა. სამხარაულის ბიოუროსთან, ჩვენ ყველას გვექნება ალბათ კონტაქტი, ესენი ისეთი ტემპით მიდიან. საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენი პარტია ბიუროს […]
ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია
ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. Feedc ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც ხალხს მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. ირკვევა, რომ 22 წლის ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირიპირების შემდეგ კი მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, […]









