უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. უკრაინის ლიდერმა სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად, სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძეც. მას „იაროსლავ ბრძენის“ მეხუთე ხარისხის ორდენი გადაეცა. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს. იპნ
კატეგორია: საზოგადოება
ისრაელელ ტურისტებს საქართველოში წასვლა კვლავ შეეძლებათ
ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ფეისბუქში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი წერს. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის […]
საქართველოში აცრების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული. მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია. ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.
5.924 ინფიცირებული, 60 გარდაცვლილი, 4.777 განკურნებული – 23 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 103 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს. […]
„დაზოგვით გამოვიყენოთ ჟანგბადი” – ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს აფრთხილებს
“ტვ პირველმა” ის მოკლეტექსტური შეტყობინება მოიპოვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ყველა კოვიდ მიმღებ კლინიკას გაუგზავნა. სამინისტრო კლინიკებს აფრთხილებს, რომ ჟანგბადის სერიოზული დეფიციტი აქვთ და მისი მოხმარება ეკონომიურად მოუწევთ. სმს გზავნილით ირკვევა, რომ კლინიკებს ჯანგბადის 28 ტონამდე დანაკლისი აქვთ. ხვალ მძიმე მდგომარეობა ჟანგბადზე – 27,8 ტონის დანაკლისი გვაქვს. თუ ბაქოდან არ ჩამოვიდა ვაგონი და ისეთი პირი უჩანს, […]
ტიკარაძე – “საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულთა გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა”
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა. „მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში […]
2.354 ინფიცირებული, 60 გარდაცვლილი, 5.200 განკურნებული – 22 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა
„ღიმილის ბიჭები“-ს „ბოლოკა“ გარდაიცვალა
“19 კვირის ორსული ვარ და დედაჩემმა ფაიზერით ამცრა” – ხატია ბზიშვილი
19 კვირის ორსული ქალი, ხატია ბზიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ვაქცინაციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს. “დღეს ავიცერი “ფაიზერით” 19 კვირის ორსული. ქალი, რომელიც მიკეთებს აცრას, არის დედაჩემი. აცრა არ კლავს, აუცრელობა კლავს”, – წერს ხატია ბზიშვილი. ცნობისთვის, ორი დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდა. “რატომ დაგვიანდა […]
ამირან გამყრელიძე – “სექტემბერში მილიონი აცრა უნდა ჩავატაროთ”
ჩვენი წლევანდელი სამიზნე არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრა, ეს არის მილიონ 700 ათასი ადამიანი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამუყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი განმარტებით, როდესაც ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობაც იკლებს. „იმისთვის, რომ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვითარების გაუარესება შევაჩეროთ, მოსახლეობის 30%-ის აცრა აუცილებელია. 30%-ზე უკვე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება ჩერდება, […]









