კატეგორია: საზოგადოება

ფაიზერით და სინოფარმით თითოჯერ იყვნენ აცრილი – ჯერ ოთარ დავითაშვილი გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი – ბარბარე გორგოშიძე

ფაიზერით და სინოფარმით თითოჯერ იყვნენ აცრილი - ჯერ ოთარ დავითაშვილი გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი - ბარბარე გორგოშიძე

დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ცოლ-ქმა­რი – გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ოთარ და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალ­ნენ. წყვი­ლი თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და, დი­ლას მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი მისი მე­უღ­ლეც და­ი­ღუ­პა. “ქალ­ბა­ტონ ბარ­ბა­რეს კო­ვი­დი 13 აგ­ვის­ტოს, კლი­ნი­კა­ში გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და. სახ­ლში არ წა­ვი­და, შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­უფრ­თხილ­და და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვი­და. ორ დღე­ში ვირუ­სი მე­უღ­ლე­საც აღ­მო­აჩ­ნდა. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და ქმარ­ზე, რად­გან ბა­ტონ ოთარს […]

“ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ…” – ვის და რატომ ეშინია აცრის?

"ანტივაქსერი არ ვარ, მაგრამ..." - ვის და რატომ ეშინია აცრის?

ისინი, ვინც თავს ანტივაქსერებად არ თვლიან, მაგრამ აცრაზე ყოყმანობენ, სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ – ინფორმაციის ნაკლებობა, ფეისბუკში წაკითხული უარყოფითი კომენტარების გავლენა და „სანდო” ვაქცინის ლოდინი. შესაძლოა, აუცრელობის სტატისტიკას დიდწილად სწორედ ეს ადამიანები ქმნიან, ვინც ვაქცინაციას აგრესიულად არ უპირისპირდებიან, მაგრამ აცრასაც არ ჩქარობენ. 11 აგვისტოს სოფო ჭალიძე ფაიზერით პირველ აცრაზე მივიდა. – ძალიან მიხარია, რომ მოვიშორებ ამ […]

კოვიდის ვაქცინით აცრილი არ ყოფილა – 26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე მშობიარობას გადაყვა

კოვიდის ვაქცინით აცრილი არ ყოფილა - 26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე მშობიარობას გადაყვა

კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ ქუთაისის კლინიკა “ბომონდში” მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. ვირუსი მას 14 აგვისტოს დაუდასტურდა და იმავე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს. გარდაცვლილს ფილტვის 23%-იანი დაზიანება ჰქონდა. […]

„არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები“ – პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

„არ მინდა ზედმეტად შევაშინო დედები“ – პედიატრი ქეთი ლობჟანიძე

საფრანგეთში მოღვაწე პედიატრმა ქეთი ლობჟანიძემ ტვ „პირველის“ ეთერში ისაუბრა, თუ როგორ ვითარდება დელტა-შტამი ბავშვებში. „წინა შტამები ბავშვებს არ ერჩოდა. ამ შტამით ბავშვები უფრო ხშირად ინფიცირდებიან. საავადმყოფოებში ბავშვების რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ეს გრიპის სიმპტომებით იწყება. რაც მოიაზრება მაღალი ტემპერატურით. ადრე არ იყო სურდო, ახლა არის უკვე. ასევე შეიძლება იყოს ღებინება, მუცლის ტკივილი… არ მინდა ზედმეტად შევაშინო […]

4.128 ინფიცირებული, 79 გარდაცვლილი, 5.611 განკურნებული – 25 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 653 ტესტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.77%, ბოლო შვიდი დღის – 10.51%. საქართველოში კორონავირუსით […]

გიორგი ფხაკაძე – “უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები”

"გააჩინეთ ბავშვები, სანამ არ დაინფიცირებულხართ... ვაქცინირებული მამაკაცების სპერმა არაა გამოკვლეული" - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ლაივ-ჩართვის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდისტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლები ონლაინ რეჟიმში იყოს. „უბედურ მდგომარეობაში ვართ, უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები. იქ, ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე უფრო მძიმე, შეუძლებელია. გახსოვთ, ორი-სამი თვის წინ, რომ ვამბობდი, ხალხო, მოვემზადოთ. ვინ მოგისმინა? არავინ. აი ხალხი, ცხოვრობს (იგულისხმება ჟენევაში – რედ.). ყველაფერი მუშაობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია. ბიზნესი მიდის […]

5.021 ინფიცირებული, 58 გარდაცვლილი, 5.041 განკურნებული – 24 აგვისტოს კოვიდ სტატისტიკა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევაანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.რაც შეეხება […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 09:31 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 3.4 (ML)  მაგნიტუდას შეადგენდა.

ირაკლი პეტრიაშვილმა ირაკლი ბაღდავაძეს 1.200 ლარიანი სამსახური შესთავაზა

ირაკლი პეტრიაშვილმა ირაკლი ბაღდავაძეს 1.200 ლარიანი სამსახური შესთავაზა

მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, – ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი პეტრიაშვილი დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულ ირაკლი ბაღდავაძეს, სამსახურის უზრუნველყოფასთან ერთად, პროფკავშირების იურისტების ჩართულობით სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. „დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია, როგორც იქნა […]

წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაანგრია. შემთხვევის ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს და ადგილობრივებიც მომხდარს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. როგორც ვაკის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ განმარტა, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. იქამდე კი სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]