აფხაზეთში ზღვამ სოხუმის სანაპიროზე ღორის ლეში ჩამოიტანა აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ტალღებმა დახოცილი ღორების ლეში სანაპიროზე გამორიყა. ინციდენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. „თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ავარიის შედეგი“, – წერს სოჭის No1 ტელეგრამის არხი. ტურისტმა კამერით დააფიქსირა მკვდარი ღორის ორი გვამი. დამსვენებლებმა ასეთ „მოცურავეებთან“ ერთად წყალში […]
კატეგორია: საზოგადოება
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ
„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძე ამბობს, რომ მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, ტერიტორიაზე კამერები არის, სადაც ინციდენტი დაფიქსირებული იქნება. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. „უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა […]
„ჩამოერთვას ლექციების წაკითხვის უფლება და „მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ლევან ბერძენიშვილზე
ლევან ბერძენიშვილს უნდა აეკრძალოს და ჩამოერთვას სასწავლო დაწესებულებებში ლექციების წაკითხვის უფლება და “მოიკვეთოს ვითარცა ასოი დამპალი და განიგდოს გარეთ”, – ამის შესახებ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა. მისი თქმით, „ბერძენიშვილი ბოროტად იყენებს თავის საეთერო დროს და აუდიტორიას, თავისი გამრუდებული გონებით ტვინს ურეცხავს”. „როგორც ჩანს, ლევან ბერძენიშვილმა არ იკმარა ჩვენი დიდი მეფის – ერეკლე ||-ს […]
„საქართველო ოკუპირებულია? რომელი რეგიონები?” – რუსეთის მოქალაქე
საქართველოში გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა არ იციან, რომ საქართველოს 20% რუსეის მიერ არის ოკუპირებული. “პირველები” დღეს თბილისის აეროპორტში რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეს ეუსაბრა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ არაფერი სმენია. ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი არ მინდა. საქართველო ოკუპირებულია? რომელი რეგიონები? არ ვიცი, ვეცდები გავერკვე ამ საკითხში, – ამბობს რუსეთის მოქალაქე. თბილისში რუსების ახალი ნაკადი ჩამოვიდა. პრიგოჟინის […]
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი – მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი დაიღუპა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ. მათივე ცნობით, ყველა შესაბიმისი პროცედურა განხორციელდება. 2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები იტყობინებიან. “პირველებისთვის” გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ოჯახს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს, ქართველი გმირის ვინაობას არ ვასაჯაროვებთ. ის 47-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.
ოზურგეთში გოლიათი ბავშვი დაიბადა – დუდა გურული 5.500 კგ-ს იწონის
„ღმერთმა დაგტოვა ლამაზ მოგონებად“ – ქსნის საჯარო სკოლა ავარიაში დაღუპულ 20 წლის გოგოს ემშვიდობება
ქსნის საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მცხეთასთან, ავარიაში დაღუპულ 20 წლის, თიკო მურჯიკნელს ემოციურად ემშვიდობება. „ყველასთვის საყვარელო, ულამაზესო, თბილო, თვალებციმციმა გოგო და ახლა უკვე ყველასთვის დიდო ტკივილო. ღმერთმა დაგტოვა ლამაზ მოგონებად, უფალს ებარებოდეს შენი ნაადრევად გაფრენილი სული”, – წერი განცხადებაში. შეგახსენებთ, 21 ივნისს, მცხეთასთან მომხდარ ავარიას 20 წლის გოგო ემსხვერპლა. ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული თიკო მურჯიკნელია.
ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი და პირი ამოიკერა
ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა ხელზე თვითდაზიანება მიიყენა
ჭიათურაში, მაღაროელმა პროტესტის ნიშნად ხელზე თვითდაზიანებები მიიყენა. სასწრაფო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.