მიხეილ ცაგარელი – „ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას…“

მიხეილ ცაგარელი - „ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას...“ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და მნიშვნელოვან მოვლენებს გაუსვა ხაზი.

როგორც თავად ამბობს, 1-ელი აგვისტოს იქნება სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს, რომ მზის და მთვარის დაპირისპირება ლომის და მერწყულის ზოდიაქურ ღერძზე იქნება.

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც სასიკეთოა და გვაძლევს საშუალებას დავიწყოთ ახალი იდეები, განვახორციელოთ პროექტები, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ჯანმრთელობა ხდება უფრო მდგრადი, რაც მთლიანობაში სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. შემდეგი კვირა უფრო რთულია, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, ამიტომ ვეცადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში შევასრულოთ. ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას – პირველი აგვისტო, სამშაბათი.

აქ გვაქვს სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება, ხდება ლომის და მერწყულის ზოდიაქურ ღერძზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია, იმატებს დეპრესიის გამოვლენის ტენდენციები, ადგილი ექნება გაუგებრობებს, ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. არავითარი ფულის სესხად აღება, გასესხება დაპირებების გაცემა და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.