ამინდი მკვეთრად შეიცვლება – ტემპერატურა დაიკლებს

ამინდი მკვეთრად შეიცვლება - ტემპერატურა დაიკლებსგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს.

ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 31 ივლისს 3-4 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში პირველ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.