ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა. მინისტრი გამოჯანმრთელების შემდეგ, დღეს ქუთაისში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს.
კატეგორია: საზოგადოება
საბერძნეთში 26 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა
საბერძნეთში მომხდარ წყალდიდობას ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის კაცის გადარჩენა ბერძენმა ახალგაზრდამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა – ამ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ქართველი მამაკაცი დაიღუპა. “თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, 26 წლის ქართველი ბიჭი წყალდიდობის გამო დაიღუპა. ის მოვარდნილ ნიაღვარში მოხვდა და სამწუხაროდ, რეაგირება ვერ მოასწრო, ისე გაიტაცა წყალმა […]
ვის გაუთიშავენ თბილისში შუქს 16 ივნისს
თბილისის ქუჩების ნაწილს 16 ივნისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ნაძალადევის რაიონი: გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გლდანის და ნაძალადევის რაიონებს 15 ივნისს წყალმომარაგება შეეზღუდება – ჩამონათვალი
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ხვალ, 15 ივნისს, ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, კომპანია წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15 ივნისს 23:00 საათიდან 16 ივნისის 23:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-3 მ/რ-ს კვარტლებს ,გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის N 1, 8, 9, 18, […]
მთავრობა ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებას ყიდის – საწყისი ფასი 1 მლნ ლარია
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის და რეკლამირების უფლება იყიდება – შესაბამისი აუქციონი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოცხადდა. ობიექტის სახელის დარქმევის უფლებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ყიდის. საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ორგანიზაციები სპორტული დაწესებულებების სახელებს ყიდულობენ. მაგალითად, ასეთია Allianz Arena, Vodafone Arena, Etihad Arena და სხვა. თუმცა, ეს საქართველოში სტადიონის სახელის გაყიდვის პირველი შემთხვევაა. აუქციონის […]
ბორის პაიჭაძის შვილიშვილს, ირაკლი პაიჭაძეს, გულის გადანერგვა სასწრაფოდ სჭირდება
ლეგენდარული ბორის პაიჭაძის შვილიშვილს – ირაკლი პაიჭაძეს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა. მას სუნთქვის ძლიერი უკმარისობა და გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ირაკლი პაიჭაძის გადასარჩენად აუცილებელია გულის სასწრაფო გადანერგვა. ამისათვის ირაკლი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი ბელარუსში, კლინიკაში, სადაც მსგავსი ოპერაციები კეთდება. ირაკლის ოჯახს და მის ახლობლებს ძვირადღირებული ოპერაციისთვის საჭირო თანხის – 100.000 აშშ დოლარის შეგროვებაში დახმარება გვჭირდება! საზოგადოებას […]
გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში ფაიზერის ვაქცინით აიცრა
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა. როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი. გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ, სასურველია, ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.
ნოვავაქსის ეფექტიანობა 90,4%-ია, ის 100%-ით იცავს ადამიანს კოვიდ 19-ის საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან
ამერიკულმა კომპანია ნოვავაქსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა და მასში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დადგინდა, რომ პრეპარატის ეფექტიანობა კოვიდ 19-ის სიმპტომური გამოვლენების წინააღმდეგ 90.4%-ს შეადგენს. ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობისგან. ამასთან, ნოვავაქსი ეფექტიანია ვირუსის რვა გავრცელებული ვარიანტის წინააღმდეგ და უსაფრთხოა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, […]










