კატეგორია: საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. “კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები […]

3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდება

3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდება

3 ივნისიდან, საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. „ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული […]

კოვიდ 19-ის სამკურნალოდ პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცეს

კოვიდ 19-ის სამკურნალოდ პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცეს

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ საგანგებო გამოყენების მონოკლონური ანტისხეულების თერაპიის პრეპარატი სოტროვიმაბი დაამტკიცა. პრეპარატი გამოყენებული იქნება 12 წელს გადაცილებული იმ დაინფიცირებული პირებისთვის, ვისაც შესაძლოა ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაცია მოუწიოს, მათ შორის არიან მაგალითად, ის პირებიც, ვინც 65 წელს გადაცილებული არიან და გარკვეული ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან. მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინებია, რომლებიც იმუნური […]

“მე მასწავლით ქრისტიანობას…“ – კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

“მე მასწავლით ქრისტიანობას...“ - კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

გუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესა და ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა ყველას შეუძლია და არავის აქვს უფლება, აქციის სხვა მონაწილეს რაიმე მიუთითოს. “მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი […]

საფრანგეთიდან ჩამოსვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საფრანგეთიდან ჩამოსვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე სამხედრო პატივით ცოტა ხნის წინ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალეს. გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს. გენერლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა. გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს სწორედ სამებიდან გამოასვენეს. ცერემონიას მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, […]

“სასწაული ხდება, ვერც უკან მივდივართ, ვერც წინ” – სამგორში მანქანები ჩაიძირა

"სასწაული ხდება, ვერც უკან მივდივართ, ვერც წინ" - სამგორში მანქანები ჩაიძირა

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს, რომ გზე­ბი დატ­ბო­რი­ლია. ხა­ბე­იშ­ვი­ლი ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, რომ წვი­მის გამო აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. “სას­წა­უ­ლი ხდე­ბა, წყა­ლი იმა­ტებს. ვე­ღარც უკან გავ­დი­ვართ, ვე­ღარც წინ მივ­დივ­ართ. 20 წუთი იწ­ვი­მა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ი­ძი­რა… კარ­გად რომ და­გეგ­მეს სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ა­კე­თეს ხიდი – კლა­სი­კუ­რი […]

გელათში რკინის კარი დაამონტაჟეს

გელათში რკინის კარი დაამონტაჟეს

გელათში რკინის კარი დაამონტაჟეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს. “აღმოჩენილ პრობლემებზე ხელისუფლების რეაქცია ყოველთვის ამბის მიჩქმალვა, ისრის გადატანა-სხვაზე გადაბრალება იყო. ახლა ფიქრობენ, რომ ამ კარის აქ ჩაკვეხებით და მასზე ბოქლომის დაკიდებით, პრობლემები შეინიღბება. საჯაროობით აქამდეც არ გამოირჩეოდნენ. პრობლემებთან ასეთი ბრძოლა როგორ შეიძლება გვიტოვებდეს იმედს და ამ ფორმით მებრძოლები რა დადებით […]

„რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია“ – მურუსიძე „სირცხვილიაზე“

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ აირჩიეს

“რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია“ – თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ “სირცხვილიაზე”. “რაღაცა ორგანიზაციაა ხო, “სამარცხვინო” თუ რაღაცა ქვია. ხო, “სირცხვილია”, უკაცრავად. ისე, სახელების კარგი შერჩევა იციან. გუშინ მე ვუსმენდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას ტელევიზიაში. სასამართლოში რომ არის კლანი და სასამართლო რომ არის ძალიან ცუდი, მოყავდა 4 საქმე. მათგან 2 დამთავრებული […]

“ჩემი ჯვრის ტარებით არ შევქმნი უხერხულობას” – მაკა სულაძე აქციაზე ჯვრით აღარ ივლის

"ჩემი ჯვრის ტარებით არ შევქმნი უხერხულობას" - მაკა სულაძე აქციაზე ჯვრით აღარ ივლის

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტის, “რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის”, მაკა სულაძის თქმით, იმის გამო, რომ აქციაზე შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენელიც იდგეს, მსვლელობაში მონაწილეობას ჯვრით აღარ მიიღებს. “გთხოვთ, თუ გინდათ ვიყოთ მართლაც თავისუფლები, მართლაც დამოუკიდებლები, მართლა ღირსეული ერი, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ერთმანეთის ღირსება დავიცვათ და რაღაც დავთმოთ. თუკი ჩვენი წარდგენა საზოგადოებაში რაიმე ნიშნით პრობლემას უქმნის, მოდი და […]

საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია

საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. ILO-ს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება (TOP-20 ქვეყანა): 1. სამხრეთ აფრიკა – 29.2% 2. ჯიბუტი – 26.1% 3. პალესტინის ტერიტორია – 25.9% 4. კოსოვო – 25.6% 5. გრენადა – […]