ჯგუფში “ვეძებ” ანონიმმა პირმა დაწერა: “გამარჯობა, ბავშვთა სახლში ჩავაბარე გოგონა, ლამაზი და ჯანმრთელი. სვანი ვარ, შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე და სიკვდილს გამოვგლიჯე ხელიდან, მამაჩემმა სანადირო თოფი თავზე მიადო და რომ არა ჩემი ძმა არ მინდა ვიფიქრო რა მოხდებოდა, მზარავს. გამოვიქეცი, მამამ და მამის ოჯახმა უარი თქვა, ნაბიჭვარი არ გვჭირდებაო. გამოვიქეცი და მიპოვნეს, ძალიან მცემეს, თმით […]
კატეგორია: საზოგადოება
კახი კავსაძეს ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ
კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. შეგახსენებთ, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
კახი კავსაძე გარდაიცვალა
მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია “მთავარს” პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო. კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური […]
სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. „მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და […]
შაქარაშვილის საქმის მოსამართლე მაია ოშხარელი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა
მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა. ბოლოს ის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და წინასასამართლო სხდომას უძღვებოდა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. ოშხარელი ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში საგრძნობლად დამძიმდა ამავე ინფექციას რამდენიმე დღის წინ მისი 63 წლის ქმარი, ბადრი გოგლიძე, ემსხვერპლა. მაია ოშხარელი 58 წლის იყო. რუსთავი 2
3-12 მაისს სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება 3-12 მაისის ჩათვლით. რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.
კლიმენტი კეკუტიამ სალხინოს მონასტერს ჯერ ხატი შესწირა, მერე კი მთვრალმა უკან წაიღო
ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდში დღეს საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა. ნაცემია რამდენიმე სასულიერო პირი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მრევლსაც. ვითარების განმუხტვა ვერც პოლიციამ შეძლო. ბზობის საზეიმო აღნიშვნა სალხინოში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც დადიანების ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დაბარებული მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბა. მასპინძლებისთვის ჩამოსულების აგრესია ვითარების გამწვავების მიზეზი გახდა. სანამ ეპისკოპოსი ამბიონთან იდგა, ეკლესიის ეზოში მის მხარდამჭერებს რუსეთში […]
თბილისში იაპონიის საელჩომ ხეს ღობე ამოუჭრა
მეუფე პეტრე – “კლიმენტი კეკუტიას მონასტრის კარ-მიდამოს ხელში ჩაგდება შევარდნაძის დროიდან უნდა”
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, პეტრე ცაავა ამბობს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს – კლიმენტი კეკუტიას მონასტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა. “მას შემდეგ, რაც მე მონასტერი დავაარსე და დაიწყო აღმშენებლობითი პროცესები, ყველაფერს აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა. შევარდნაძის ეპოქაში სურდა ამ ეზო-კარის დაპატრონება,” – აცხადებს პეტრე ცაავა. მისივე თქმით, ეკლესია უნდა გაიწმინდოს ანტიქრისტიანული აზროვნების მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირებისგან. კლიმენტი კეკუტიას […]
მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა ემა გოგოხია და სხვა ჟურნალისტები თხრილში გადაყარეს
მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა თაიმერის ჟურნალისტს აკო ქიქავას, მთავარი არხის ჟურნალისტებს: ემა გიგოხიასა და ზვიად აბლოთიას ხელი ჰკრეს. ისინი თხრილში ჩაცვივდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტები ზიანდებიან. 2021 წლის 8 მარტს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში მედიის წარმომადგენლები მეორე სართულიდან, აივნიდან გადმოცვივდნენ და დაშავდნენ. ისინი იდგნენ იმ ოთახის კარებთან, სადაც სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას […]










