ფეისბუქმომხმარებელი სოლომონ გოგაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ კუს ბაკანი აქვს გატეხილი. პოსტის ავტორი ყვება, რომ დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა კუ ქვით განგებ დააზიანა. “ნუ ვეძებთ მიყრუებულ მთისა და ბარის სოფლებში სიწმინდეებსა და სამართალს… სიწმინდე და ჰუმანურობა მოდის მხოლოდ განათლებიდან, აღზრდიდან და კულტურის პოპულარიზაციიდან… სანამ მანქანით მივასწარი, ცხენით გამექცა! ლოდს ურახუნებდა ამ საცოდავს! მინიმუმ 40 წლის იყო,” – წერს სოლომონ გოგაშვილი. მისი […]
კატეგორია: საზოგადოება
“მკვლელი და არაკაცი” – კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას სალხინოს ტაძარში ჩხუბი მოჰყვა
მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სიტუაცია მეუფე სტეფანესა და დასჯილი სასულიერო პირების მხარდამჭერებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებდა. სწორედ მას უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებას. კეკუტიას ადგილობრივებმა “მკვლელი” და “არაკაცი” უწოდეს. მეუფე დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა […]
მეუფე სპირიდონს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვები დამწყვდეული ჰყავს?!
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, წლებია, არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არც სოციალურ აგენტებს არავინ უშვებს. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებისთვის, ვინც მსგავს პანსიონატებში ბავშვთა მდგომარეობასა და საჭიროებებს სისტემატურად ამომწებს, უცნობია, რა ხდება იმ კარებს მიღმა, რომელიც მეუფე სპირიდონმა საკუთარი გადაწყვეტილებით დახურა, პატარებს გარესამყაროსთან კონტაქტი აუკრძალა და მათ საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების მიხედვით ზრდის. მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრისა და მომავლის […]
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა – პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ეკა კუცია ამბობს, რომ ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა. მედიკოსის განმარტებით, ბავშვებში სუნთქვისა გაძნელებასა ხველას მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. „ბავშვებში სუნთქვის გაძნელებას და ხველას ახალი სიმპტომები დაემატა – მაღალი სიცხე, ფაღარათი და მუცლის ტკივილი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ მოსახლეობას, რომ თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, 39-40 გრადუსი, რომელიც 3 დღეზე […]
სეტყვა, ქარი, წვიმა-ელჭექით – როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, ხვალ, 25 აპრილს, დღისით მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი, მოსალოდნელია ამინდის მკვეთი გაუარესება: “ხვალ, მთლიანად საქართველოში, დღის პირველი ნახევარი დაახლოებით 4-5 საათამდე უნალექოდ ჩაივლის. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება დაახლობით 21-26 გრადუსამდე. ხვალ მაღალი ტემპერატურა იქნება მთიან რაიონებშიც […]
44 წლის ნიკა თარაშვილს ვაკეში ავტობუსი დაეჯახა – ილიაუნის ლექტორს დახმარება სჭირდება
უკვე თვეზე მეტია, რაც 44 წლის ლექტორს, ნიკოლოზ თარაშვილს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გადარჩენის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩენილს ახლა თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ უბრალოდ გადარჩეს, იცოცხლოს. ამ საზარელ შემთხვევამდე ნიკოლოზ თარაშვილი ილიას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობდა და სტუდენტებს პოლიტიკურ მეცნიერებებს უკითხავდა. ახლა საზოგადოებას მისი და, ანა […]
„არ დაგსჯით!“ – მეუფე სტეფანემ მღვდლების განკვეთა გადაიფიქრა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ სამი სასულიერო პირის განკვეთა გადაიფიქრა. ამის შესახებ მეუფე სტეფანემ ამბიონიდან თავად აცნობა მრევლს.მამა დანიელ გვილავა, მამა პეტრე ღუდუშაური და დიაკვანი ანანია კალანდია განკვეთის მოლოდნში იყვნენ. თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება. თუ არა მაინც არ დაგსჯით, იმიტომ რომ მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. თუ არ შეეცდებით რომ რკინის კვერთხი […]
„100 ადამიანი თუ დავირუსდება, მინიმუმ ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება” – პაატა იმნაძე
„ერთ მხარეს არის ადამიანების სიცოცხლე, მეორე მხარეს არის ყველაფერი დანარჩენი. ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა 100 ადამიანი ავად გახდება, მინიმუმ ერთი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ეს არის რეალობა. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეს ჩვენ რომ ავედით 1200-1300 ადამიანზე დღეში, ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა […]
გოგა ხაინდრავა – “როსკიპი ვახო სანაია საჯაროდ მიიღებს პასუხს”
ვახო სანაიას მიერ ფეისბუქში უცნობის დედის გინებას გოგა ხაინდრავა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. „ლანძღვა-გინებასთან დაკავშირებით მინდა, კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო და მივმართო ვახო სანაიას, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იმაზე, რომ ჟურნალისტია. იმას, რომ საროსკიპოს წარმოადგენს და თავადაც როსკიპია, ტელევიზორში ყოველდღე ვხედავთ. გუშინ მან თავის თავს უფლება მისცა და გაჩეჩილაძეების ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. გია და ლევან […]
“9 აპრილს დაღუპულ გმირებს და ირაკლი ბათიაშვილს საქართველოს გმირის წოდება მიენიჭოთ!” – ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს
ხათუნა ხოფერიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს წერილი მიწერა: “საქართველოს პრეზიდენტს! ქალბატონო სალომე, მოგმართავთ წინადადებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს გაახარებს და თქვენც და ჩვენც მოგვცემს საშუალებას მადლიერების გამოხატვის! ისტორიული სამართლიანობის აღდგენის! საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს […]










