გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე ფიზიკურად დაუპირისპირდა საავადმყოფოს თანამშრომლებს. ვიდეოში ჩანს, როგორ აშველებს მოჩხუბარებს პოლიცია.
კატეგორია: საზოგადოება
“ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთს კაბინეტებში მოსასმენ აპარატურას უმონტაჟებენ”
“დღეს ნახეთ ფაქტები, როგორ უთვალთვალებდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთს კაბინეტებში დამონტაჟებული კამერებით. 2019 წელი, გიორგი გახარიას მარჯვენა ხელის სამუშაო ოთახი შსს-ში. ნახეთ როგორ იღებდნენ და იწერდნენ ფარულად შსს-ს მაღალჩინოსნის შეხვედრებს. გიყვებით ადამიანზე, ვინც სუსის არქივიდან ფარული ჩანაწერები გამოიტანა.” ეს არის ნოდარ მელაძე შაბათის ანონსი.
ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრება
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრება. ამის შესახებ ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, აპირებს თუ არა აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძემ განაცხადა, რომ თანახმაა აღნიშნული ვაქცინა გაიკეთოს. „დიახ, მათ შორის ასტრაზენეკას ვაქცინით“, – განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ აქამდე იგეგმებოდა ჩინური ვაქცინით აცრილიყო, “რომელზეც არაერთი მითია”. ამასთან, მისივე თქმით, შესაძლოა, ვაქცინაციის კამპანიის ფორმატი […]
მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაცია შეჩერდა
აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, თუმცა მათივე განმარტებით, ვაქცინაცია ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. როდის განახლდება ვაქცინაციის პროცესი მაღალმთიან აჭარაში, უწყებაში ჯერ ვერ ასახელებენ. მათი ცნობით, ამ დროისათვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ბათუმსა და ქობულეთში 300-ზე მეტი მედიკოსია აცრილი.
მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა
27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა. ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.
ლევან რატიანი – “მეგი ბაქრაძის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ”
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 27 წლის ექთანს, რომელიც ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდა, ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება. ლევან რატიანის თქმით, მეგი ბაქრაძის შოკური მდგომარეობიდან გამოსაყვანად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მედიკოსების მიერ ყველაფერი გაკეთდება. “ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. მინდა გითხრათ, რომ ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი […]
“მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთონ ვაქცინა” – რას ამბობდა მედდა მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდნამდე – ვიდეო
ასტრაზენეკას ვაქცინის შემდეგ კომაში ჩავარდნილმა ექთანმა მეგი ბაქრაძემ ვაქცინის გაკეთებამდე 1 საათით ადრე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესი არ არის ისეთი საშიში, როგორც ამას ამბობენ. მედდამ ასევე აღნიშნა, რომ მრავალ მედიკამენტს შეუძლია უკუჩვენების გამოწვევა. “ეს ვაქცინაცია გრძელდება, ჯანმომაც ასე გადაწყვიტა. მოვუწოდებთ ყველას, რომ გაიკეთოს ვაქცინა. ზოგადად, ათას რამეს აქვს უკუჩვენება, ათას მედიკამენტს, ამიტომ არამგონია, ასეთი საშიში […]
ექთანი, რომელიც აცრის შემდეგ გახდა ცუდად, თბილისში გადაჰყავთ
ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ახალციხეში კომაში ჩავარდა
დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. როგორც ექიმები საუბრობენ 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ადგილზე “სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადეს, ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა. ექთნის ახლობლები კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ […]
აშშ-ში ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე გარდაიცვალა
ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გიორგი ლომთაძე რაგბის კლუბ “ლელოს” წევრი იყო, ის საქართველოს 4-გზის ჩემპიონია, ლომთაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ის “ლელოს” გარდა რაგბს ინგლისშიც თამაშობდა. 2014-15 წლებში კი საქართველოს “ა” ნაკრების წევრი იყო. რუსთავი 2









