ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთებს. ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. რამდენიმე დღის წინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრებოდა.
კატეგორია: საზოგადოება
ტიკარაძემ სამინისტროს ცხელი ხაზის ნაცვლად, „აწარმოე საქართველოს“ ნომერი გამოაცხადა
“წინაპერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ 15 25-ზე მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელი ინფორმაციის საშუალებითაც ისინი პორტალზე დარეგისტრირებას მოახერხებენ”,- განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრს ცხელი ხაზის ნომერი შეეშალა, ონლაინ კლინიკების ცხელი ხაზის ნაცვლად, „აწარმოე საქართველოს“ ნომერი გამოაცხადა და ის არა 15 25, არამედ 15 22-ია.
კახი კავსაძე ისევ რეანიმაციაში გადაიყვანეს – “სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს”
მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია, კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, – აცხადებს ტურძელაძე. ცნობისთვის, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების […]
1 თვის წინ ნანგრევებში მოჰყვა – გოგა სულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
გოგა სულაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ერთი თვის წინ ტელევიზიის ოპერატორი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ნანგრევებში მოჰყვა. რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ ის გადარჩა, თუმცა ბარძაყის ძვლის ამპუტაცია ჩაუტარდა. გოგას ფეხის პროთეზი ესაჭიროება – თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება, იმისთვის, რომ გოგა სამსახურს და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, 10 000 ევროა საჭირო. თანხის ჩარიცხოთ შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: TBC ბანკი: GE24TB7473936515100015 საქართველოს […]
“დათა რომ კვდებოდა, ხელებზე მაკოცა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი, არსად წახვიდეო”
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს დათა ვანიშვილის მეუღლე სამძიმარს ნათესავებისგან და თანასოფლელებისგან, გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს. დათა პაპასთვის პატივის მისაგებად საოკუპაციო ხაზთან ჩადიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები. დათა ვანიშვილის მეუღლე აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. “როგორც მე არ დავტოვე სახლი, შენც არ დატოვოო, არსად არ წახვიდეო, ეხლა ჩემი ძმა მეუბნება, მე წაგიყვანო, ჩემმა გოგომაც […]
200 კაციანი სუფრა – მიტროპოლიტი სტეფანე პატრიოტთა ალიანსის პარტაქტივს მასპინძლობს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელიც არ არსებობს
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავს. კერძოდ, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა. საუბარია მომღერალთა ანსამბლ „აისელებზე“ და ხელშეკრულება გაფორმებულია ანსამბლის ხელმძღვანელთან. ანგარიშის თანახმად, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის […]
მეგი ბაქრაძის დედა იტალიიდან დაბრუნდა
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ, შვილმკვდარმა დედამ მცირე კომენტარიც გააკეთა. მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ალერგიული არ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ მეგის საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული. კომაჩი ჩავარდნილ შვილს დედამ იტალიიდან მიწერა: „ჩემო სულო და გულო ვიცი შენ ამას გაუძლებ, ჩემო მონატრებულო, უზომოდ მიყვარხარ. აბა შენ […]
კომაროველ ნიკა ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას 300.000 დოლარით დაუფინანსებს
კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ამის შესახებ კომაროვის სკოლის ფეისბუქის გვერდზე წერია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის სწავლის გადასახადი ჯამში 300.000 დოლარამდე აღწევს. “აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად […]
ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალი გაჩნდა
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე აღმოჩენილია კიდევ ერთი დაბზარული მონაკვეთი. გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია გაცილებით ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან, ვიდრე ადგილი, რომელიც გუშინ მოექცა ყურადღების ცენტრში. გეოლოგის თქმით, კვლევების ჩატარებამდე ტერიტორიის გარშემო მიმდინარე მშენებლობები უნდა შეჩერდეს. “ერთი ტექტონიკური სტრუქტურაა და რეალურად, ერთი და იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ იქ უკვე პროცესი არის დინამიკაში, ძლიერ დინამიკაში მოსული. აქ ახლა იწყებს. […]









