საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი აზრით, თუ რამე არ მოხდა, მამაისი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა. „მართლა ცუდად არის და მართლა შეიძლება მოკვდეს. ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ ნაკლები ემპათია ან თანაგრძნობა – მესმის რატომ. მაგრამ ვერ შევალ მდგომარეობაში, რომ მამაჩემის სიკვდილი მისაღებია. მართლა ვფიქრობ – ეს არ არის […]
კატეგორია: საზოგადოება
„მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია… მე დავეცი, მაგრამ დროშა არ დაცემულა ერთი წამითაც…“
ვინ არის თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშით ცდილობდა სპეცრაზმელების შეკავებას. „მე ვარ ქალი დროშით, ნანა მალაშხია. ვნახე, რომ ჩატაძისკენ დაიძრა ხალხი და იყო ჩოჩქოლი. უკვე დგანან რობოკოპები და დგას წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ასხამს წყალს ხალხს. ვერ გეტყვით როგორ აღმოვჩნდი იქ, ვხედავდი წყლის ჭავლს და უბრალოდ დავიძარი იქითკენ. ეს იყო სიბრაზე, ეს იყო […]
არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება
საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის. თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს , გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი ქონება […]
„ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“ – კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა
ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს. „მე „იმედიდან“ რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით… მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ […]
სპეცრაზმელმა აქციის მონაწილე გოგოს წიწაკის სპრეი სახეში დამიზნებით შეასხა – ვიდეო
მაშველი ძაღლი „ტინტო“ სპეციალური ჟეტონით დაჯილდოვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით – „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს […]
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის განცხადება ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა არაგეგმური მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკიდურესი გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი დაფუძნდა 2010 წელს. დაფუძნების დღიდან სკოლამ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ავტორიზაციისა და მონიტორინგის […]
თავშესაფრის მაძიებელი ქართველი გარდაიცვალა, რომელიც ბელგიის იზოლატორში სამი კვირა შიმშილობდა
ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამ ფაქტის გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავდა და ის სამედიცინო პერსონალის […]
„სქემ-მონაზონი ეფრემი (ზვიადაძე), რომელიც 17 წელი მდუმარებაში იყო, გარდაიცვალა“
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე – სიკვდილის პირას არის, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არ მინახავს, ვაზიარე და წამოვედი“
„ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომაა. სიკვდილის პირას არის, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი არ მინახავს”, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. „მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ხელი აქვს ჩავარდნილი, წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევა არის კუნთების. […]