„ხვალ, 11:00 საათიდან, დიდ დიღომში შეჭირვებულ ადამიანებისთვის პასკა უფასოდ დარიგდება”

„ხვალ, 11:00 საათიდან, დიდ დიღომში შეჭირვებულ ადამიანებისთვის პასკა უფასოდ დარიგდება"ზურაბ ვენეცკი სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, ხვალ, 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე “ბერძნული პურის” საცხობიდან დაიწყება ჩვენი სააღდგომო აქცია. უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ფუნთუშა, ღვეზელი. ასევე “ვანილას” საცხობის უგემრიელესი ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები.
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს, დროებით ლტოლვილებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც. ასევე ყველა იმას, ვისაც სჭირდება ასეთი დახმარება. მობრძანდით, გელით!”