„იმედი მაქვს რომ სახლში მალე დაბრუნდებით“ – ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს 

„იმედი მაქვს რომ სახლში მალე დაბრუნდებით“ - ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ბანკის სარეკლამო ვიდეო რგოლში ქართველ ემიგრანტებზე საუბრობს.

„ქართველ ემიგრანტებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ თავიანთი ოჯახებისთვის არიან შორს წასულები და აკეთებენ ყველაფერს, რომ თავიანთი ოჯახები ბედნიერები ჰყავდეთ.

მეც დიდ თანადგომას ვგრძნობ იტალიაში მათგან და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. წარმატებებს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ სახლში მალე დაბრუნდებით.“