ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, წინასაახალწლოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ 5 მილიონზე მეტი ლარის დანამატი გასცა. თბილისის მერიამ სახელფასო დანამატი 30 დეკემბერს დაარიგა. მაგალითად, თბილისის საბავშვო ბაღები – 4, 600 000; მუნიციპალური სამსახურები – 329 746; თბილისის რაიონული გამგეობები – 276 832; თბილისის საკრებულო – 116 476; სერვისების განვითარების სააგენტო -100 950; თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია – 88 615 […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დღეს საქართველოში კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიწისძვრა წუხელაც დაფიქსირდა. იპნ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
მწვრთნელი ნუგზარ სხირელი კორონავირუსით გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითრების სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ოჯახის ახლობლებმა გვითხრეს, ნუგზარ სხირელს გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, რასაც კორონავირუსული ინფექცია დაერთო. ნუგზარ სხირელი გორში თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ამავე დროს, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. ის საქართველოს ახალგაზრდულ […]
“წინა ღამით ვხუმრობდით, დილას კი გარდაცვლილი დაგვხვდა” – ბარსელონასთან ირაკლი ლომაური გარდაიცვალა
ესპანეთში 29 წლის თორნიკე ლომაური გარდაიცვალა. „პრაიმტაიმი” ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტს ანა ინალიშვილს ესაუბრა. ისიც ემიგრანტია. „აქ ორ ოჯახს ერთი სახლი გვაქვს ნაქირავები. ძალიან დაბნეული ვარ, 29 წლის ქართველი გარდაგვეცვალა, დღეს მისი პანაშვიდი იყო. თორნიკე ლომაური სამუდამო განსასვენებელს კახეთში დაიდებს, ყვარლის რაიონიდან, სოფელი შილდიდან იყო… ახლა, ჩვენ ბარსელონას პროვინციაში, პატარა ქალაქ ბიგში ვართ და სული აქ დალია. მე, […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სკოლები და ტრანსპორტი 1-ელი მარტიდან დაიწყებს მუშაობას
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება. რაც შეეხება თბილისს, რუსთავსა და ქუთაისს, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
თამარ გაბუნია – “წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ”
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას. გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს. „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ […]
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.
“სტუდენტი, რომელიც გია ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავს, საჩუქრად 10 ქულას მიიღებს”
18 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფეისბუქის ე.წ. სქრინები, სადაც “სტუდენტური პარლამენტის” ერთ-ერთი კომიტეტის საერთო ჩატში თავჯდომარემ წევრებს, გია ვოლსკისთვის დაბადების დღის მილოცვა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი თითოეულ მიმლოცველს 10 ქულა ერგებოდა საჩუქრად.მილოცვის შემდეგ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ე.წ. სქრინშოთი, რომლითაც დადასტურდება მილოცვა და რის შემდეგაც მათ ქულები დაეწერებათ. სქრინები თავდაპირველად, ანი მარმალიძემ გაავრცელა, მაგრამ მალევე წაშალა სოციალური […]







