გერმანიის მოქალაქეს, ლუკა ბაქრაძეს, რომელსაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება ჰქონდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს და თურქეთის გავლით გერმანიაში გააბრუნეს. მომხდარის შესახებ ბაქრაძე “მთავარ არხთან” საუბრობს. ახალგაზრდა ამბობს, რომ გერმანიის საზღვარი უპრობლემოდ და კორონავირუსის წესების სრული დაცვით გადმოკვეთა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანა დაატოვებინა. საქართველოს დატოვება მოუწიათ მასთან ერთად მყოფ უცხოეთის სხვა მოქალაქეებსაც, მიზეზი გაუგებარია. ლუკა ბაქრაძე ამბობს, […]
კატეგორია: საზოგადოება
“ცოტნე გამსახურდია ცხოვრებას თავიდან სწავლობს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს”
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია და „სრულად აღიქვამს კომუნიკაციას“. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, ფაქტობრივად, ცოტნე გამსახურდია ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და საუბარს. „რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას, მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, მისი გადარჩენა სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის […]
გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა
მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს: “გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე. ეპოქაც გაიყოლა… ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში… ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა… ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები, ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით […]
23 დეკემბერს თბილისში თოვლია მოსალოდნელი
23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც. ,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 – +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 […]
“ნიკა მელია ინგლისში ქათმების რესტორანში მუშაობდა” – პოლიტიკოსის აქამდე უცნობი ფოტო
ნიკა ნოზაძემ ფეისბუქში დაწერა: “ნიკა მელიას უცნობი სურათი დაამთავრა მაგისტრატურა დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტში და გახდა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ნიკა მელია ინგლისში სწავლის პარალელურად მუშაობდა კიდეც, არც მეტი, არც ნაკლები, ქათმების რესტორანში “ბევრი რამ გადავაფასე, ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოვიარე. დღეს უკვე სხვანაირად ვუყურებ ასეთ ადგილებში დასაქმებულ ახალგაზრდებს” – ამბობს მელია. როგორც თვითონ ერთ-ერთ […]
ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მუდმივად ეკონტაქტება და ამ ეტაპზე, გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია კაცი, რომელიც ათენში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ხვალ ახალი მზე დაიბადება, ძველი მზე კვდება – რა იწყება 21 დეკემბრიდან?!
რა იწყება ხვალ, 21 დეკემბერს და რა არის ის ცვლილება, რომლის მსგავსი სამყაროში 3 ათას წელიწადში ერთხელ ხდება? – ამის შესახებ ქვეყნის ყველაზე ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა „2020NEWS“-ს უთხრა, რომ ძალიან ბევრი რამ იწყება ხვალიდან. „21 დეკემბერს ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. 21-ში არის მზებუდობა, ახალი მზის დაბადება. ფაქტობრივად, ძველი მზე კვდება, ასე ვუწოდებთ ამ […]
„მღვდლებმაც უნდა ამოიღონ ხმა… ხალხს ბოდიში მოვუხადოთ… ნუ გეშინიათ, კაცო“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, ქადაგებისას განაცხადა, რომ სამღვდელოებამ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს. ”ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და არაფერი არ გვემუქრება. […]
კახა კალაძის მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით ექიმი მამუკა ნემსიწვერიძე გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით 60 წლის ექიმი ინტერვენციონისტი, მამუკა ნემსიწვერიძე, გარდაიცვალა. მას კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა და ინტერვენციული კლინიკის განყოფილებაში მკურნალობდა. მამუკა ნემსიწვერიძე ანესთეზიოლოგად ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.










