გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ვახტან ყანჩაველი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ვახტანგ ყანჩაველს კორონავირუსი ჰქონდა. გადატანილი ჰქონდა გულის ოპერაცია. ვახტანგ ყანჩაველი ბოლო დრომდე გორის სამშენებლო ტრესტი #3-ის დირექტორი იყო. დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მათემატიკის ფაკულტეტი 1969 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს. 1966-1985წწ. მუშაობდა გორის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილების ინჟინრად, თავმჯდომარის […]
კატეგორია: საზოგადოება
5.450 ინფიცირებული, 2.306 განკურნებული, 37 გარდაცვლილი – 4 დეკემბრის კოვიდ სტატისტიკა
მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე […]
50.000 დოლარიანი აგარაკი, ბინა, ნაკვეთი, ავტომანქანა – ლევან მურუსიძის ხელფასმა 555.000 ლარს გადააჭარბა
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ლევან მურუსიძის ხელფასმა 2012-19 წლებში 555 000 ლარს გადააჭარბა. “2005 წელს, როცა ლევან მურუსიძემ სამოსამართლო საქმიანობა დაიწყო, მის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 ლარი ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის სახით კი მას 550 ლარი ჰქონდა; ამის შემდეგ მურუსიძემ $105,000 დოლარის ღირებულების 4 უძრავი ქონება შეიძინა და ავტომობილი, რომელშიც 102,000 ლარი გადაიხადა, მიიღო $50,000 დოლარის საეჭვო […]
ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა – “წავიდა ზურასთან ღირსეული შვილის ღირსეული დედა!”
თენგიზ ცერცვაძე – “გახარია პირველი 7 თვე ძალიან ეფექტური იყო”
კმაყოფილია თუ არა თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრის მუშაობით და იმით, თუ როგორ მართავს ის კოვიდ პანდემიას ქვეყანაში – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარძის მუშაობით კმაყოფილია. თუმცა, ინფექციონისტი აცხადებს, რომ პირადად მას და მინისტრს, კარგი პირადი ურთიერთობა არ ჰქონიათ. თენგიზ ცერცვაძე აქვე იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა ცოტა ხის წინ […]
ლევან რატიანი – “კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს… ვინც დაინფიცირდა, ვაქცინა აღარ დასჭირდება”
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, როგორც ეს წითელა, წითურასა და სხვა სახადი დაავადებების შემთხვევაში ხდება. არსებობს ვარაუდიც, რომ მათ, ვინც კორონავირუსით ვაქცინის შემოსვლამდე დაინფიცირდა, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება: „კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია. ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია […]
შევიდეს 90 კაცი და სხვა არავინ, ხომ იცით რომ პარლამენტს ნდობა არ ექნებათ? – მეუფე იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრა არ უნდა ჩატარებულიყო, მითუმეტს, რომ იაკობის აზრით – არჩევნებმა დაპირისპირება უფრო გაამწვავა და ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ აღწევს: ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს, როცა დროზე იყო შესასზღუდი დადიოდნენ აგიტაციებზე ყველა პარტია, […]
5.068 ინფიცირებული, 2.336 განკურნებული, 38 გარდაცვლილი – 3 დეკემბრის კოვიდ სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე […]
იაგო ხვიჩია – “თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს… მასტურბაციისთვის კაცის დაჭერა არ შეიძლება”
“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “დღის კურიერის” ეთერში განმარტება გააკეთა მის ერთ-ერთ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა და რომელსაც საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა. იაგო ხვიჩიას თქმით, არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო ბავშვთა პორნოგრაფიის ყურების გამო, სანამ არ იქნება შესაბამისი მოკვლევა, ნამდვილად წაახალისა თუ არა ამ ქმედებით მან ეს ბიზნესი. “ის შემთხვევა, რომელზეც მე დავწერე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაა, როდესაც დააკავეს მამაკაცი […]
“გადადგეს ბავშვების მკვლელი ტიკარაძე”
პანდემიას შეწირული ახალგაზრდები – ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქეები აქციას მართავენ და უწყების ხელმძღვანელის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვენ. “ტიკარაძემ ვერ მართა პანდემია, გადადგეს ბავშვების სასტუმროებში მკვლელი ეკატერინე ტიკარაძე”- აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი მინისტრთან შეხვედრასაც ითხოვენ, როს საშიალებასაც ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ არ აძლევთ. პროტესტის მიზეზი კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას და 24 წლის ნინო გულიაკშვილის გარდაცვალებას მოჰყვა.









