მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მესხი აცხადებს, რომ არქიმანდრიტი კირიონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელში ჯოკერს წარმოადგენს. “თუ რიტორიკა არ შეცვალა ამით დაზარალდება მთლიანად საქართველოს ეკლესია, აღარ ენდობა ხალხი საქართველოს ეკლესიას – საზღვრის საკითხი არ გადაწყდება ასე მარტივად და ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიღებს მაგაზე პასუხისმგებლობას და საქართველოს ეკლესიამ არ უნდა აუბას მხარი რომელიმე პარტიას, რომ ის გამოიყენოს ბრმა იარაღად. […]
კატეგორია: საზოგადოება
919 ახალი შემთხვევა, 366 – თბილისში – კოვიდ 19-ის დღევანდელი სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა. „თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, – განაცხადა ენდელაძემ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.
ხათუნა ცხადაძეს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა
ქართველ მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა. ღირსების ორდენი იტალიაში 1947 წლიდან გაიცემა. ამჟამად ჯილდოს „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ ეწოდება და იმ პირებს გადაეცემა, რომლებსაც იტალიური კულტურის პოპულარიზაციაში აქვთ წვლილი შეტანილი. ხათუნა ცხადაძეს იტალიურიდან ქართულ ენაზე უმბერტო ეკოს, იტალო კლალვინოს და მელანია მაცუკოს რომანები აქვს ნათარგმნი. პრაიმტაიმი
არქიმანდრიტი კირიონი – ივერი მელაშვილი შეუვალი იყო, მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა აზერბაიჯანს რომ მოესმინა, ხელფასს გადაუხდიდა
მისი ჩვენდამი წინააღმდეგობა რომ მოესმინა აზერბაიჯანს, ხელფასს გადაუხდიდა აზერბაიჯანი იმას და არა საქართველო,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა კირიონმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის შესახებ განაცხადა. არქიმანდრიტ კირიონის განმარტებით, ივერი მელაშვილი ყველა იმ რუკით ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იყო და აზერბაიჯანი-საქართველოს მიერ ხელმოწერილ 1:200 000 მასშტაბის რუკას უგულებელყოფდა. ამასთანავე, არქიმანდრიტის შეფასებით, […]
თენგიზ ცერცვაძე – სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისთვისაა გამორიცხული
დღეს, 14 ოქტომბერს, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში მიმდინარე ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა. მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და არ დამალონ ინფიცირების შემთხვევა. „გთხოვთ, ნუ დამალავთ ინფიცირების შემთხვევას… სიმპტომებს.. სამწუხაროდ გვქონდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც არ გააცხადა პიროვნებამ ინფიცირების შესახებ, ჰქონდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი და საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა“, […]
მეუფე ნიკოლოზს “Iphone 12 Pro”-ს ჩუქნიან – “აიფონს” ითხოვს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეც
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ბოლო მოდელის „აიფონის“ მფლობელი ბოლოს და ბოლოს ხდება, ტექნიკის მაღაზიისგან კი „აიფონის“ ჩუქებას „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც ითხოვს. მეუფეს ყველასთვის საოცნებო „iPhone 12 Pro“-ს ჩუქნის ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია, რომელმაც საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
“სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან, თუმცა…” – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სტუდენტები უნივერსიტეტში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან, როგორც ეს 28 სექტემბერს გადაწყდა. სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თუმცაღა ამ საკითხზე მსჯელობა სულ მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველაფერს შეგატყობინებთ, – ამბობს გამყრელიძე. მთავარი
მეუფე ნიკოლოზი – “ნუ შეეხებით ჩემ პირად ქონებას”
“ნუ შეეხებით ჩემ პირად ქონებას, ეს არ არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ, გამოიწიეთ ეხლა ყველამ” – ასე მიმართა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლზმა ჟურნალისტებს, როდესაც მას ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაუსვეს შეკითხვა. სასულიერო პირის გაღიზიანება მის ჯიპთან, მედიის წარმომადგენლების მიახლოებამ გამოიწვია. დაკავებულ მეცნიერებზე კომენტარი არ გააკეთა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრია ჯაღმაიძემ – […]
680 ახალი შემთხვევა, აქედან 297 თბილისში, 292 განიკურნა – 13 ოქტომბრის სტატისტიკა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 297 თბილისში დაფიქსირდა, 189 – აჭარაში, იმერეთში 150, შიდა ქართლში 12, ქვემო ქართლში 11, მცხეთა-მთიანეთში 9 ახალი პაციენტია, გურიაში 6 პაციენტი, სამეგრელო -ზემო სვანეთში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა, კახეთში 2 და სამცხე -ჯავახეთში 1. განიკურნა 292 ადამიანი. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში შემთხვევები მომატებულია […]
ეკატერინე ტიკარაძე – “ჩვენი ვარაუდით, ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი”
ნოემბერსა და დეკემბერში ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მზარდი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხდა. მინისტრის განცხადებით, კოვიდინფიცირებულთა მზარდი რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაკონტროლებთ სიტუაციას და დღესაც შეგვიძლია მოვიძიოთ პირველადი და მეორეული კონტაქტები. სწორედ ესაა იმის გარანტი, რომ ვიყოთ დამაჯერებლები იმ შემდეგ ნაბიჯებში, რომლებსაც ვგეგმავთ, იქნება […]









