თბილისში დაკარგული 15 წლის ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.
ბათუმის რადისონის სტუმარს კოვიდ 19 დაუდასტურდა – მისი თანმხლები და შემხებლობაში ყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა. „რადისონის“ სტუმრები გვიყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია. ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაგვიდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი […]
შუქრი ბურჭულაძე – “თამარ ბაჩალიაშვილს არ ვიცნობ, ის ჩვენთან არ მუშაობდა”
მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში იყო დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა, „ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია“. როგორც შუქრი ბურჭულაძე ამტკიცებს, „თამარ ბაჩალიაშვილს საერთოდ არ იცნობდა“. „ცხოვრებაში არ გვინახავს, ამ ქალბატონთან არანაირი კავშირი არ გვქონია არც მე და არც ჩემი კომპანიიდან არავის. როგორც ტელევიზიიდან ვიცი, „ზეგის“ ოფისი […]
თამარ ბაჩალიაშვილი თსუ-ს ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის წარჩინებული სტუდენტი იყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს. თამარ ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო. მან, როგორც პროგრამის ერთ-ერთმა […]
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1073-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1073 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 907 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა – 16. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.
რა მისწერა გიორგი შაქარაშვილმა დაბადების დღის წინა დღეს ანა გაბეჩავას
ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, საბედისწერო ღამის იუბილარმა, ანი გაბეჩავამ განაცხადა, რომგიორგი შაქარაშვილთან არ მეგობრობდა, მეტიც, კარგადაც არ იცნობდა და ის თავისი დაქალის ლიზი ნადირაძის რჩევით დაპატიჟა, რომელიც შაქარაშვილის უბნელია. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილმა დაბადების დღის წინა დღეს მას სოციალურ ქსელ instagram-ზე მიწერა და უთხრა, რომ დაბადების დღისთვის ძალიან ემზადებოდა.
Responsible.ge – პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე
„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. „ბეთსონ ჯგუფის“ წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში […]
ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა
ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტის მოპოვებული ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა. “მთავარი” დეტალებს ადგილზე არკვევს. შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, […]
21-22 ივლისს საქართველოში აგრილდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა. […]










