გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი მედიასთან საუბრისას ახალგაზრდა გოგოს იხსეენებს და ამბობს, რომ თამარისგან სამახსოვროდ „მესენჯერში“ გაგზავნილი ხმა აქვს. ის თამარის გახსენებაზე ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გაგზავნილ ხმას შეუძლია დაუსრულებლად უსმინოს. ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
კატეგორია: საზოგადოება
მარნეულის ეპისკოპოსმა მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს
მარნეულის მერსა და მეუფე გიორგის შორის ნარიმან ნარიმონოვის ძეგლის გამო დაპირისპირება გრძელდება. საკვირაო წირვის შემდეგ მეუფე გიორგიმ მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს. მეუფე გიორგი აცხადებს, რომ ზაურ დურგალი ეროვნული ინტერესების მოღალატეა და მას საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება. “გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, […]
კორონავირუსის 6 ახალი ინფიცირებულია
Stopcov.ge-სინფორმაციით, დღეს, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულია – 1 137 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია – 922; კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 439; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი. კორონავირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა.
რობერტ სტურუა – “ამერიკელები ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, მათგან სითხეს იღებენ და ახალგაზრდავდებიან”
„ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, სითხეს იღებენ“ – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ აშშ-ის შესახებ რადიო „უცნობზე“, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა. „თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, იმიტომ რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს რაღაც სითხეს, იქიდან ამ სითხეს იღებენ, მერე ცნობილი ვარსკვლავები, თუ პიროვნებები მისი საშუალებით ახალგაზრდობას ინარჩუნებენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჭამენ კიდევ ამ ბავშვებს და […]
ბაჩალიაშვილის დედა – “იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა”
23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩალიაშვილს, შესაძლოა, ისეთ მასალებზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა. “მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?! არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, […]
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 920-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 183 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –302.
19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე გარდაიცვალა
19 წლის ფეხბურთელი ნინო გურგენიძე გარდაიცვალა. ის ერთი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. “მართვეში” ნინო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, იყო აზერბაიჯანის 17 და 19 წლამდე ნაკრების წევრი. 2019 წელს ჯანო ანანიძემ მას გერმანიაში ძვირად ღირებული ოპერაციის გასაკეთებლად თანხა გადაურიცხა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სპორტალი
ინგოროყვას კლინიკაში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, ე.წ. ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. მათი თქმით, ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი. “ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა […]
აია სოფიას მეჩეთში მუსლიმური მსახურებისას ღვთისმშობლის ფრესკას ფარდა ჩამოაფარეს
დღეს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ტარდება. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც შეუერთდა. ლოცვის დაწყებამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანული ფრესკები, მათ შორის ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა თეთრი ფარდით იქნება დაფარული. ღვთისმშობლის ფრესკა ტაძრის ყველაზე ძველი ფრესკაა. ხატმებრძოლეობის შემდგომ იგი ხელახლა აღმოაჩინა პატრიარქმა ფოტიუსმა. […]
პანკისში არეულობაა – დუისელებს და მატნელებს შორის პოლიცია დგას
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მატნელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში, პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. დაპირისპირება პანკისში […]









