საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურეს ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. “სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა […]
კატეგორია: საზოგადოება
შაქარაშვილის ბიძა – უნდა ვამტკიცო, რომ ერთი პოზიცია გვაქვს ოჯახს?! სირცხვილია მართლა
„თუ ამის საჭიროება დადგება, მშობლებიც გააკეთებენ განცხადებას. მათ არ აინტერესებთ ეს სისულელეები და არც მე. ბავშვის ტრაგედიით ერთობიან. რასაც იძახიან, მაგათ კისერზე იყოს“. ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებებს, რომ თითქოს ის ოჯახის პოზიციას არ გამოხატავს და საქმის ჩაფარცხვაში მონაწილეობს. „თავიანთი პოლიტკური ქულების გამო, დგანან და ვითომ ვგულშემატკივრობენ. ოჯახზე […]
„ღამეებს გვითევენ მეზობლები“ – ზუგდიდში გველმა კვერცხები ბავშვების საძინებელში დადო
კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. ლუდმილა ასლანდიას თქმით, ბავშვებმა ქვეწარმავლის კვერცხები ბუხარში იპოვეს. ინფორმაციას რადიო „ათინათი“ ავრცელებს. „ერთი კვირის წინ შეამჩნიეს ბავშვებმა, ხვრელში შეძვრა, საკმაოდ გრძელი კუდი ჰქონდაო. დამირეკეს, ტიროდნენ გვეშინიაო, მეც ვინერვიულე. რომ მივედი, ვერაფერი ვნახე. მეზობელი თოფით მოსულა და დარაჯობდა. ამის მერე ბუხარს ყოველდღე ვამოწმებდი. გუშინ კი 17 ცალი კვერცხი დაუდია […]
საქართველოს საპატრიარქო – აია სოფია ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ უნდა დარჩეს
საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ სტამბულის უდიდესი და უძველესი ტაძარი აია სოფია ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ „ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და […]
ხუტა უფროსი – გოვენ ჭეიშვილი – 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველასათვის საყვარელი “ხუტა უფროსი” ქუთაისში 1940 წელს დაიბადა. კინოში შემთხვევით მოხვდა. როცა რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა ხუტა უფროსი, არამედ ღინტუ უნდა ეთამაშა… “რეკორდში” კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა. შემდეგ იყო „კუჩხი ბედნიერი“, […]
კრიმინალურ ავტორიტეტი “კაწრო” და ონის პოლიციის უფროსი ერთ ფოტოზე – რა ხდებოდა შოვში
ონის პოლიციის უფროსი და კრიმინალურ ავტორიტეტი ერთ ფოტოზე. ფოტო ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროს” რაჭაში მოგზაურობას ასახავს. პოლიციის უფროსი მირიან ქავთარაძე სორედ “კაწროსთან” ერთად პოზირებს. ფოტო გადაღებულია კურორტ შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვში”, სადაც ბილანიშვილი ოჯახთან ერთად ისვენებდა. მანამდე ბილანიშვილი ესწრებოდა ამბროლაურში გამართულ “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა შეკრებას. ამავე სასტუმროში ისვენებდა კახი კალაძის ოჯახიც. ფოტოს “მთავარი არხი” ავრცელებს.
მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები – „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა
ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა. დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ მიერ გაწეული ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა იმ სოციალური ჯგუფების რეაბილიტაციაზეა გათვლილი, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია საქართველოშიც თანდათან იძენს აქტუალობას, რის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს „ევროპაბეთის“ პასუხისგმებლიანი თამაშის კამპანია responsible.ge. […]
საქართველომ საზღვრები გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს გაუხსნა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე ინფორმაციით, ჩამოთვლილი 5 […]
გოჩა ჩხაიძე – “მორაგბე ნიკა ჟვანია ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილია”
ბიზნესმენი, კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე მისი გარდაცვლილი მეგობრის შვილია. “უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ ახალგაზრდა ფეხბურთელის ოჯახს და ახლობლებს. აქვე განვმარტავ, რომ ნიკა ჟვანია ნამდვილად არის ჩემი ნათლული, თუმცა პირადად მე სარაგბო კლუბ “ასკანელებთან” არანაირი სამართლებრივი […]










