შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ხვალ, დილის 08:00 საათიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. გორგოძე კიდევ ერთხელ განმარტავს უსაფრთხოების წესებს, რომლის დაცვაც საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იქნება. „აბიტურიენტები უნდა მობრძანდნენ პირბადით. თუ არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ. გაივლიან […]
კატეგორია: საზოგადოება
80 მილიონი ივანიშვილის ზვიგენებისთვის – ოზურგეთის მოსახლეობა უწყლოდ დარჩა
წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი წვერმაღალა. 120-მდე ოჯახი მხოლოდ ერთადერთი ონკანით სარგებლობს, რომელშიც წყალი თითქმის არ მოდის. სოფლის ერთადერთ წყაროსთან ადგილობრივების რიგი დიდია. ოზურგეთის რაიონში სიცხესთან გამკლავება, მოსახლეობას სასმელი წყლის გარეშე უწევს. ანტისანიტარიაა დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო მილების არქონის გამო, კანალიზაცია საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და უბნებში მოედინება. არაერთი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, პრობლება კვლავ მოუგვარებელია. არადა, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. ურეკის წყალმომარაგება სახელმწიფომ 2018 წელს დაასრულა და საზეიმოდ გახსნა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 78 მილიონ ლარზე […]
ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეეებს საზღვარი გაუხსნა
ესპანეთმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა. ინფორმაციას ბარსელონაში საქართველოს საკონსულო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ საქართველოდან მიმავალ მგზავრებს შეეძლებათ. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა. ესპანეთში გამგზავრების მსურველმა ყველა პირმა, მოგზაურობის დაწყებამდე ელექტრონული განცხადების ფორმა უნდა შეავსოს მისამართზე: www.spth.gob.es, რის შემდეგაც თითოეული მათგანი, საზღვარზე წარსადგენად, სპეციალურ QR კოდს მიიღებს. მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები საფრანგეთმა, იტალიამ და შვედეთმაც გაუხსნეს. ეს გადაწყვეტილება […]
გორის ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა თანამდებობა დატოვა
ქირურგმა დავით ბარლიანმა გორის ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბარლიანი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. მასთან ერთად, თანამდებობა დირექტორის მოადგილემაც დატოვა. 4 წლის განმავლობაში, გორის ჰოსპიტალში მუშაობის დროს, ანაზღაურების სახით 212.616 ლარი მიიღო. ქირურგი გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 2016 წლიდან გამოჩნდა. ის პარალელურად სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების […]
გახარია – “6 ივლისიდან ემიგრანტებისთვის დაინიშნება რეისები, რომლებზედაც ბილეთი მაქსიმუმ 200 ევრო ეღირება”
ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომლის ბილეთში ემიგრანტებს არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. „მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად გამოყვანის პროგრამა 6 ივლისიდან გაგრძელდება, […]
ცისია პაკელიანს ამერიკელმა ქმარმა შვილი წაართვა
ცისია პაკელიანი 2 წლის წინ ამერიკის მოქალაქეზე გათხოვდა. ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდა, შვილიც აქ შეეძინათ. მია ახლა 1 წლისაა. ცოლ-ქმარს ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა და როგორც ცისია „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება, მეუღლემ ბავშვი წაართვა. – მია საქართველოში დაიბადა. ბავშვი რამდენიმე თვის იყო, როცა ჩემსა და მეუღლეს შორის პრობლემები დაიწყო. მოტყუებით წამომიყვანა ამერიკაში. მითხრა, რომ თავის ქვეყანაში თავს გაცილებით […]
იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა
იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება, მათ შორისაა: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე იტალიამ ფრთხილი გზა აირჩია. ქვეყანა ძალაში ტოვებს თვითიზოლაციისა და შენგენის ზონის გარე ქვეყნებიდან […]
7 ივლისს პარიზი-თბილისის ავიარეისი შესრულდება
იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ” მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება , – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცით, როგორც მინისტრმა განმარტა, […]
ლელა ბიჭიკაშვილი – “იტალიიდან საქართველოში ჩარტერულ რეისზე ბილეთში 650 ევრო გადავიხადე”
ლელა ბიჭიკაშვილი ახალი წლის მერე იტალიაში მეგობართან სტუმრად წავიდა და კორონავირუსის გამო უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. იმისათვის, რომ იქ ყოფნის პერიოდში მეგობარს არ დასწოლოდა ტვირთად, იშოვა სამსახური და თვეების განმავლობაში თავი ასე გაჰქონდა. ახლა, როდესაც უკვე სიტუაცია დამშვიდდა, ლელამ შინ დაბრუნება გადაწყვიტა, რომ სამსახურს დაუბრუნდეს, მაგრამ ბევრი ემიგრანტის მსგავსად, ვერ ახერხებს. როგორც ლელამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, ის მანამდეც აპირებდა დაბრუნებას, როდესაც […]
გუგული მაღრაძე – 51% მოსახლეობისა არის ქალი, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით
51% მოსახლეობისა არის ქალი, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით, აქ პარლამენტში – ამის შესახებ დეპუტატმა გუგული მაღრაძემ გენდერული კვოტირების შესახებ საუბრისას განაცხადა. “1999 წლიდან სულ შემოდის ეს საკითხი, სულ ტრიალებს პარლამენტში და ვერცერთმა პარლამენტმა ვერ შეძლო, ვერ გადალახა, მაპატიეთ და ეს მასკულინური ბარიერი იმისა, რაც რეალობას ასახავს — 51% მოსახლეობისა არის ქალი. სულ მიკვირს, რატომ […]










