სურსათის 2 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავები გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში „სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებელისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა: შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ – აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების […]
კატეგორია: საზოგადოება
იაშვილის კლინიკა დაიხურა
იაშვილის კლინიკამ, დროებით, პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. კლინიკამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება მიიჩნია. კლინიკის დროებით დახურვას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, არსებული პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანასთან […]
მე-2 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ახრჩობდნენ – მშობლის მტკიცებით, ნაცემ ბავშვზე კლასის დამრიგებელმაც იძალადა
მე-2 კლასელ ბავშვს თანაკლასელები ახრჩობდნენ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში მისულ მშობელს შვილი სასტიკად ნაცემი და ყელზე შემოხვეული მავთულის ნაკვალევით დახვდა. უკვე ერთი თვეა მოზარდის დედა უწყებიდან უწყებაში დადის, თუმცა უშედეგოდ. მთელი ამ დროის განმავლობაში მოსწავლე სკოლაში ვერ მიდის, რადგან თანაკლასელების მხრიდან მუდმივი ბულინგის მსხვერპლია. თუმცა როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ კლასელების მხრიდან. მშობელი ყვება, რომ თანატოლების […]
ხმაური თსუ-ში – „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს”
თსუ-ში სტუდენტები რექტორის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს” – ამ შეძახილებით შევიდნენ სტუდენტები დღეს დილით შენობაში და ის სივრცე დაიკავეს სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები უნდა შედგეს. კანდიდატი მხოლოდ ერთია – „ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია. ეს კი ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ უნივერსიტეტში არჩევნები არ იმართება და […]
„იწყება ძალიან რთული პერიოდი… ნოემბერი საქართველოსთვის ყოველთვის რთულია“ – მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს აფრთხილებს და რეკომენდაციას გასცემს, რომ ყველა ფრთხილად იყოს, რადგან ურთულესი კვირა მოდის. როგორც კონფლიქტების მხრივ, ასევე, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. აი, რას ამბობს ასტროლოგი: „24 რიცხვიდან, შემდეგი კვირა ურთულესია. იწყება ძალიან რთული პერიოდი წლის განმავლობაში, მზე გადადის მორიელის ზოდიაქოში, მოიმატებს აგრესია, 25 ოქტომბერს გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა, 8 ნოემბერს […]
„ადამიანს ჭორაობის გამო, შეიძლება, ხერხემლის პრობლემები გაუჩნდეს“ – ანზორ ოდიშარია
„შეიძლება, ჭორაობამ ოსტეოქონდროზი გამოიწვიოს, ანუ წელის პრობლემები, ძვალსახსროვანი სისტემის მოშლა“, – ამის შესახებ ანზორ ოდიშარიამ „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრა. ეზოტერიკოსი სხვადასხვა დაავადების ფსიქოემოციურ მიზეზებზე საუბრობს და ასახელებს ფორმულას, რომელიც ამ ყველაფრისგან გაგვათავისუფლებს.
ორშაბათს კვირის ყველაზე ცუდი დღის ტიტული მიენიჭა
19 ოქტომბერს ტყუილის თქმა იკრძალება
ყოველწლიურად, 19 ოქტომბერს მართლმადიდებლური სამყარო პატივს სცემს თომა მოციქულის ხსოვნას. ხალხისგან მან მიიღო მეტსახელი – ურწმუნო თომა, რადგან თავდაპირველად არ სწამდა იესო ქრისტეს აღდგომის. ამის გაგონებაზე ღვთის ძე მიწაზე ჩამოვიდა და ჭრილობები აჩვენა. ამბობენ, რომ თომა მოციქულის ხსოვნის დღეს შეიძლება ტყუილის თქმა. მატყუარებსა და თაღლითებს სასტიკად უსწორდებოდნენ. ამბობენ, რომ 19 ოქტომბრის ღამეს ნანახი სიზმრები ახდება. […]
ვარძიაში ლოდები ჩამოცვივდა
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
სენაკში მშობიარობისას 37 წლის მაკა ფაჩულიაა დაიღუპა
სენაკის სამშობიარო კლინიკაში ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება ახალშობილ ბიჭს, ის გადარჩა. როგორც ცნობილია, ქალი პირველ შვილზე იყო ორსულად. როგორც სენაკის ქრონიკა წერს, გარდაცვლილი 37 წლის მაკა ფაჩულიაა.