კატეგორია: საზოგადოება

საქართველოში კოვიდ 19-ის შემთხვევები 394-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი. ინფორმაციისთვის, 394 ადამიანიდან 86 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო. ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენს. ტაძარში მრევლის წევრები დისტანციის დაცვით, პირბადეებით დგანან. დიდი ტაძრის გარდა ლიტურგია წუხელ ღამით ეპარქიის სხვა ტაძრებშიც ​არ ჩატარებულა, ღვთისმსახურება იქ დილიდან მიმდინარეობს. მრევლის წევრები ტაძრამდე ფეხით მივიდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და სიტუაციას […]

ბათუმის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათიდან დაიწყო

ბათუმის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათიდან დაიწყო

ბათუმში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათიდან დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, სააღდგომო წირვა ტრადიციული წესით მხოლოდ მონასტრებში, მრევლის გარეშე აღავლინეს სასულიერო პირებმა. მიმდინარე წირვას მრევლის ნაწილი ტაძარში დისტანციის დაცვით ესწრება. სასულიერო პირებთან ერთად, ტაძარში მორწმუნეებიც პირბადეებით იმყოფებიან. მრევლის ნაწილი ტაძრის ეზოში ასევე ერთმანეთისგან რეკომენდებული დისტანციით დგას. პირველი არხი

ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე – 2020, 18 აპრილი

პატრიარქის პასუხი პეტრეს – „რომ მოხვედი, რა კარგი იყავი და რა დაგემართა!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ქრისტე აღდგა! დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით […]

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

მაცხოვრის საფლავზე იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. რეისი სპეციალურად შესრულდა და თვითმფრინავში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც საქართველოს ელჩმა ბორტზე წმინდა ცეცხლი პირადად გადასცა. წმინდა ცეცხლს სხვადასხვა ტაძარში წაიღებენ. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული მე-4 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ აისახა. ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

პატრიარქი – ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს. “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.

ჯვართამაღლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება 

ჯვართამაღლების ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება 

“ჩვენს სამრევლოში მსახურება არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, ვიდრე საქართველოში პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება” თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, თეოდორე გიგნაძემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა. სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ტაძარში ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრება იზღუდება. მისი თქმით, მსახურება არ გაჩერდება და სასულიერო პირები ჩაატარებენ, რადგან ის არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო […]

რეზო ესაძე გარდაიცვალა

რეზო ესაძე გარდაიცვალა

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა. რევაზ ესაძეს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გადაღებული აქვს 11 ფილმი. სხვადასხვა წლებში იგი იყო იუმორისტული გაზეთ „ჭინჭრაქას” რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, გაერთიანება „დებიუტის” მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია “+1”-ს. […]

საქართველოში კოვიდ 19-გან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-გან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. „7 გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, 385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.