„ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ.“ – აცხადებს პირველი საუნერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი. როგორც ცნობილია, „მთავარის“ ეთერში მის ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „მინდა, ორიდოდე სიტყვა მოგახსენეოთ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ანუ ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, […]
კატეგორია: საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით – 11კმ.-ში, სოფელ ბალღოჯიანიდან 2კმ-ში დაფისქირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინდა. იპნ
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირება 408-მდე გაიზარდა – 95 განიკურნა, 4 გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 408 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი. ინფორმაციისთვის, 408 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ […]
ბათუმის სასტუმროს კარანტინში 45 პირი მოიწამლა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რა პროდუქტი გახდა ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 45 პირიდან შედარებით საყურადღებო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. “დაავადებული 45 პირი აღირიცხა, რომელთაგან 2 იყო შედარებით საყურადღებო და ისინი კლინიკა „მედ ემერჯენსში“ […]
ლევან რატიანი – “საქართველოში პაციენტების სიმცირეს რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით”
ეს ვირუსი სხვადასხვა გენოტიპში, სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებებს იწყებს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღცანელმა ლევან რატიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. რატიანმა ისაუბრა იმ შესაძლო გარემოებაზე, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია. „არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია ესეც განაპირობებდეს […]
თენგიზ ცერცვაძე – “ზურაბ გურული ტყუის და თან უსინდისოდ”
“ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.” თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბ-ნი ზურაბი მანამდეც აქვეყნებდა ტენდენციურ პოსტებს ჩვენს ქვეყანაზე, პოლიტიკურ სპექტრზე, ჯანდაცვის სისტემაზე და სხვ., “ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად […]
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
დაღესტანთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:53 საათზე, დაღესტანთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდას შეადგენდა.
რესპუბლიკური საავადმყოფო: კოვიდ 19-ით ინფიცირებული 36 პაციენტიდან 2 მძიმედაა
ორის მდგომარეობა საყურადღებოდ დამძიმებულია, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული 52 პაციენტიდან კორონავირუსით ინფიცირებულია 36. ისინი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ექიმების განცხადებით, ინფიცირებულთაგან ორის მდგომარეობა საყურადღებოდ დამძიმებულია, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.
საქართველოში კოვიდ 19-გან 93 ადამიანი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. იპნ
მეუფე გერასიმე – “მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს”
მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს და აჩვენა, როგორები ვართ ქართველები, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა ,- ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) ქადაგებისას განაცხადა. „ბოლო კვირას, ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა. თქვენთან ერთად ეს ყველაფერი უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დაგვირგვინდა. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო […]







