ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყოზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ღვთისმსახურება დღეს დილით 7 საათზე დაიწყო. ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აღავლენს. ტაძარში მრევლის წევრები დისტანციის დაცვით, პირბადეებით დგანან.

დიდი ტაძრის გარდა ლიტურგია წუხელ ღამით ეპარქიის სხვა ტაძრებშიც ​არ ჩატარებულა, ღვთისმსახურება იქ დილიდან მიმდინარეობს. მრევლის წევრები ტაძრამდე ფეხით მივიდნენ.

ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და სიტუაციას ტაძრის შესასვლელთან აკონტროლებენ.

რუსთავი 2