ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ამინდი მკვეთრად გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვლი.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინერეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.