ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე […]
კატეგორია: საზოგადოება
პაატა იმნაძე – “ბათუმში დაინფიცირებული ექთანი ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს ემსახურებოდა”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. როგორც იმნაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ექთანმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო. “ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის […]
ლევან რატიანი – “უმძიმესი პაციენტი, რომელიც 97%-ში უნდა გარდაცვლილიყო, სრულად გამოჯანმრთელდა”
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი რომელიც მათ კლინიკაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კორონავირუსისგან განიკურნა და ის უკვე ბინაზე ეწერება. რატიანმა ეს ქართული მედიცინის გამარჯვებად შეაფასა და კლინიკის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა: “ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტი წევს. 19 ინფიცირებულია აქედან, დანარჩენები იმყოფებიან სატესტო რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში დღეს […]
საქართველოში კორონავირუსით 115 ადამიანია დაინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი. ინფორმაციისთვის, 115 ადამიანიდან 22 გამოჯანმრთელებულია.
ვის გადაუხდის მთავრობა გაზისა და დენის საფასურს
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს,- ამის […]
პაატა იმნაძე – “წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ შეიძლება ეფექტური იყოს”
თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობაში ძალიან კარგია ბცჟ-ს ვაქცინის მოცვა. “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელ/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით […]
ნიუ იორკში 64 წლის ქართველი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი. „სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან […]
საქართველოში კორონავირუსით 108 ადამიანია ინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი. ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.
საქართველოში კორონავირუსისგან 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში უკვე კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 პირია. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 103 ადამიანია ინფიცირებული.
აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალის პასუხი covid 19-ზე დადებითია და ეს სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 50 წლის ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს. სულ ზუგდიდში covid 19-ის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. პირველ პაციენტს – 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს,კორონავირუსი 25 […]









