საქართველოში კორონავირუსით 115 ადამიანია დაინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით 115 ადამიანია დაინფიცირებულისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი.

ინფორმაციისთვის, 115 ადამიანიდან 22 გამოჯანმრთელებულია.