კატეგორია: საზოგადოება

ვის შეეძლება საკარანტინო პერიოდში საშვებით გადაადგილება

ვის შეეძლება საკარანტინო პერიოდში საშვებით გადაადგილება

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე – საკარანტინო მდგომარეობის ფარგლებში გადაადგილებაზე გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე კატეგორიაზე დაიშვება. ესენია: სასურსათო მაღაზიების, პურის ქარხნების და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. მათ შორისაა მედიის წარმომადგენლები, რომელთაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ გადაადგილება. აღნიშნული კატეგორია კარანტინის რეჟიმში სპეციალური საშვებით გადაადგილდება.

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

სად უნდა დარეკოთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ შეკითხვის შემთხვევაში

უკიდურესი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, სწორედ ამიტომ შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს იქნებ ის ხაზი, სადაც […]

3 აპრილამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

3 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია […]

საქართველოში კორონავირუსით 98 ადამიანია ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი. ინფორმაციისთვის, 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ჯანმო – “კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება”

ჯანმო - "კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება. “(COVID-19) გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით – წვეთოვანი გზით, როდესაც ადამიანი ახველებს ან საუბრობს. ეს წვეთები ძალიან მძიმეა იმისთვის, რომ  ჰაერში დარჩეს. ის სწრაფად ეცემა ზედაპირებზე. შეიძლება დაინიფიცირდე, თუ დგახარ ინფიცირებულთან ერთ მეტრში, ან უფრო ახლოს. ეხები დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ ის მიგაქვს პირთან, ან […]

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარა” ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს. მიმდინარე წლის თებერვალში “კამარამ“, რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას “ევროპაბეთი” აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია. სათამაშო ბიზნესის მხრიდან მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სოციალური პროექტების დაფინანსება უცხოეთში […]

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოში მომავალი ავტობუსი სტამბოლში დააბრუნეს

სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბოლში დააბრუნეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ. „დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბოლიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, […]

მარიამ ქვრივიშვილი – “კარანტინი საქართველოს 660-მა მოქალაქემ დატოვა”

მარიამ ქვრივიშვილი - "კარანტინი საქართველოს 660-მა მოქალაქემ დატოვა"

ამ დროისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები, 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. „მოხარულები ვართ, რომ 600-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე საკარანტინო ზონებიდან თავიანთ ოჯახს დაუბრუნდა, დღეს საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა ჩვენი ქვეყნის […]

დიკო ჯოჯუა თვითიზოლაციაშია – “ორშაბათიდან გავალ სამსახურში”

დიკო ჯოჯუა თვითიზოლაციაშია - "ორშაბათიდან გავალ სამსახურში"

“მთა­ვა­რი არ­ხის” მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე შე­ამ­ჩნევ­და, რომ არ­ხის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სახე, 9 სა­ა­თი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი, დიკო ჯო­ჯუა ეთერ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მის ნაც­ვლად გა­მოშ­ვე­ბა თა­მარ ბა­ღაშ­ვილს მიჰ­ყავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. AMBEBI.GE დიკო ჯო­ჯუ­ას და­უ­კავ­შირ­და. დიკო ჯოჯუა: – თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და ორ­შა­ბა­თი­დან გა­ვალ სამ­სა­ხურ­ში. – ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს მა­მამ­თილს ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ამი­ტომ […]

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

​კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა. „ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ – ასეთია საქართველოს გზავნილი ესპანეთს. საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა. პირველი არხი