კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მათ ახალი კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ მინიმალური კლინიკური ნიშნები აღენიშნებათ. მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ. “უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, იგი ჩრდილოეთ […]
კატეგორია: საზოგადოება
თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა
კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ამერიკიდან ჩამოვიდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი ახალ კლასტერს წარმოადგენს და ისინი ამერიკიდან არიან ჩამოსულები. მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტები საშუალო ასაკის არიან და ერთი შედარებით ახალგაზრდა, 15 წლის ბავშვია. კლინიკაში გადმოყვანამდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. „ჩვენს კლინიკაში გამოვლინდა 4 ახალი ინფიცირებული და აჭარაში 3, მათ შესახებ არაფერი არ ვიცი. რაც […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3.320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი. 61 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.
23-24 მარტს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება
23-24 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. თბილისში 23-24 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25-26 მარტს კი შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +16, […]
საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი განიკურნა, მათგან 5-მა ინფექციური უკვე დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინკა კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება. ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა […]
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ […]
მარინა ენდელაძე – “საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ რამდენიმე ადამიანი განიკურნა”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატა. მისი თქმით, დღეს ხუთი ინფიცირებული პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს. „პირველი სასიხარულო ამბავი ის მინდა გითხრათ, რომ ორი პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ, სულ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს და ახლა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები“,-განაცხადა ენდელაძემ. […]
გამყრელიძე – ბატონებო, არ არის სახუმარო მდგომარეობა, ასეთი ზიანის მომტანი პანდემია მე არ მახსოვს
ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეფასა და ქვეყნის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი მასშტაბის პანდემია მას არ ახსოვს და კორონავირუსის შემდგომ პერიოდს უკვე ადარებენ დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. მისი თქმით, საქართველოში ფართომასშტაბიანი გავრცელება უნდა ავიცილოთ, რადგან პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა […]
ამირან გამყრელიძე – ბოლო პაციენტს კონტაქტი ჰქონდა 86 პირთან, მიმდინარეობს ღრმა კონტაქტების გამოვლენა
მარნეულში მდებარე ავერსის კლინიკა იქ მყოფი პაციენტებითა და პერსონალით სრულად იზოლირებულია, თბილისიდან იქ საგანგებოდ იყვენ ჩასული ეპიდემიოლოგები. კლინიკაში იმყოფება პაციენტი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, თუმცა მან და მისმა ოჯახის წევრებმა ექიმებს ეს დაუმალეს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა მარნეულში ეპიდემიის გაჩენის მიზეზი გახდეს.ცნობილია, რომ პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებს, მის დას, რომელიც ავერსის კლინიკაში 13 მარტიდან არის მოთავსებული, […]









