კატეგორია: საზოგადოება

COVID 19 კლინიკის ექიმს დაუდასტურდა – ამერიკიდან დაბრუნებულ მედიკოსი პაციენტებს იღებდა და კონტაქტი ჰქონდა 136 თანამშრომელთან 

COVID 19 კლინიკის ექიმს დაუდასტურდა - ამერიკიდან დაბრუნებულ მედიკოსი პაციენტებს იღებდა და კონტაქტი ჰქონდა 136 თანამშრომელთან 

”მთავარი არხის” ინფორმაციით, COVID-19 ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდასტურდა. აღნიშნული შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. ამერიკიდან დაბრუნებული ექიმი 2-დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს იღებდა. ულტრასონოგრაფისტს კონტაქტი ჰქონდა ამავე კლინიკის დაახლოებით 136-თანამშრონელთან. კლინიკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ექიმი ამერიკიდან 14-მარტს დაბრუნდა და მათი განმარტებით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დადგენილება იმის ტაობაზე, რომ ამერიკიდან დაბრუნებული ადამიანები თვითიზოლაციაში ან […]

მარნეულსა და ბოლნისში 20.000 ადამიანი შეამოწმეს – სიცხე 25-ს აღმოაჩნდა, 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში – ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფების მიერ უკვე 20.000 ადამიანია შემოწმებული. მათგან ტემპერატურა 25 ადამიანს აღენიშნება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული 25 პირიდან 2 არის საყურადღებო, რადგან მათ, სიცხესთან ერთად, სხვა სიმპტომებიც აქვთ. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ 2 ადამიანს მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში გადაიყვანენ, […]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 70 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ინფორმაციისთვის, 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

პაატა იმნაძე – ”4 ახალი ინფიცირებული მარნეულელი ქალის ოჯახის წევრია”

პაატა იმნაძე -  ყველამ ნერვები დაიწყნაროს,  ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც იმნაძე აღნიშნავს, საავადმყოფოდან გასაწერად რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი ემზადება. „განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც მარნეულიდანაა გადმოყვანილი. კიდევ […]

მარნეულში მოსახლეობას სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ

მარნეულში მოსახლეობას სწრაფი ტესტებით გამოიკვლევენ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება. მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მისცემთ. „დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ-ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება […]

გებრეიესუსი – ვიწყებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხალისეებზე გამოცდას

გებრეიესუსი - ვიწყებთ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხალისეებზე გამოცდას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ექსპერიმენტს იწყებენ. შეიქმნა საგანგებო სოლიდარობის ჯგუფი. მოხალისე პაციენტები მედიკოსებს უფლებას მისცემენ, მათზე გამოსცადონ ის პრეპარატები, რომლებიც ჯერ გატესტილი არ არის. პირველ პაციენტზე ექსპერიმენტი ამ კვირაში იგეგმება. “ვიწყებთ ტესტირებას, იმედია ცდა წარმატებული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ვირუსს აგრესიული ტაქტიკით უნდა შევუტიოთ,” – აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. რუსთავი […]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი. ინფორმაციისთვის, 67 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

ესპანეთში კორონავირუსისგან 3.355 ადამიანი განიკურნა – კვირის ბოლოს ინფიცირების კლებას ელიან

ესპანეთში კორონავირუსისგან 3.355 ადამიანი განიკურნა - კვირის ბოლოს ინფიცირების კლებას ელიან

ესპანეთის ხელისუფლება თვლის, რომ კორონავირუსის ესპანეთში გავრცელება პიკს ოთხშაბათს, 25 მარტს, მიაღწევს. ქვეყნის ჯანდაცვის  წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას ამ კვირის ბოლოსთვის ელოდებიან. ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით ინფიცირებულია 33.089 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 3.355 ადამიანი. გარდაიცვალა 2.207 ადამიანი.

ავსტრიელმა პილოტმა, რომელსაც კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

ავსტრიელმა პილოტმა, რომელსაც კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა

ავსტრიის მოქალაქემ, რომელსაც ახალი კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა, საქართველო დატოვა. ის სამშობლოში სპეციალური რეისით გაემგზავრა. ინფიცირებული პირი, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სპეციალური ავტომობილით მიიყვანეს. ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქის გაყვანა საქართველოდან თავად მოითხოვა. ავსტრიელი პილოტი, ბათუმში სასტუმრო “ჰილტონში” თვითიზოლაციაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი იდენტიფიცირებულია და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. აჭარაში საკარანტინო ზონაში […]

ბათუმში ბერლინიდან ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს

ბათუმში ბერლინიდან ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს. ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს-ს წარმომადგენლები დახვდნენ. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება. რუსთავი 2