პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია რომ მთავრობა ბაკურიანის მთლიანად საკარანტინე ზონად გამოცხადებას გეგმავს. საკარანტინო ზონა მოეწყობა გოდერძის უღელტეხილზეც, მას შემდეგ, რაც ამინდები გაუმჯობესდება. სასტუმროს ნომრების აღრიცხვა უკვე დაწყებულია, რომელშიც საპოლიციო ძალების გარდა, თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები არიან ჩართულნი. ასევე გავარკვიეთ რომ ბაკურიანში უკვე გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი თვითიზოლაციაში. მათ შორის, სასტუმრო Bakuriani Inn-ში, სადაც […]
კატეგორია: საზოგადოება
მეუფე იაკობი – “პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე… მაგას, აქ არ გავაკონტროლებინებ”
„პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ, შიგნით„ – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ თუ კომენდანტი საათის გამოცხადება იქნება საჭირო, ეკლესია ამაზე უარს არ იტყვის. “თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით? საგანგებო მდგომარეობას ბევრმა პარტიამ ხმა […]
რომის პაპი – ”25 მარტს შუადღეზე ყველა ქრისტიანმა ერთად წავიკითხოთ ”მამაო ჩვენო”
რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს. ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა, კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს. „გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეცისადმი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს […]
როგორია ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – “ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც გამყერილიძემ აღნიშნა, მას მკურნალობის პერიოდში სერიოზული გართულება არ ჰქონია. “სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები და ახლა ის გადის დასკვნით კვლევებს. იმის მიხედვით თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, გამოჩნდება რომელ ეტაპზე გადავა […]
სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ
სამების საკათედრო ტაძარში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში, სადაც ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლებს მათ მიუთითეს, რომ მათი გამოცხადების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდნენ. დღეს დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობაა. თუმცა, სტიქაროსნები მრევლს მოუწოდებენ, რომ მათ შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს. ამასთან, მრევლს შეუძლია წირვის მიმდინარეობა ტაძრის […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი ინფორმაციით, ერთმა მათგანმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა, ერთი კი ცენტრიდან დღეს გაეწერება. „მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი […]
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 პირი. ინფორმაციისთვის, 54 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.
პაატა იმნაძე – ”კორონავირუსით ინფიცირებული 49-ე პაციენტი მექსიკური წარმოშობის ფრანგია”
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შენარჩუნებულია მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე ცნობილია, ვისგან მოხდა გადადება. მისივე განმარტებით, 49-ე ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. „ეს ადამიანი უცხოელია, ფრანგი მოქალაქეა. რატომ მოუნდა სეირნობა ამ დროს, ცოტა გაუგებარია, მაგრამ რატომღაც ამ დროს გადაწყვიტა მოგზაურობა. იყო […]
ანდრია ჯაღმაიძე – „ბატონი პრემიერი ბრძანდებოდა საპატრიარქოში“
მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით წირვების შეწყვეტას არ გეგმავს. „მრევლს ავუხსნით, რომ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე დადგებიან“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. რამდენიმე საათის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდაპირველად გახარიამ განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე […]
მეუფე გერასიმე პრემიერის განცხადებაზე – “მთავრობის განცხადება მოულოდნელი იყო… სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ”
„ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება, მეორეა ეკლესია…. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას” – განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, გერასიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების პარალელურად ეკლესიის შესაძლო პოზიციაზე კომენტარს აკეთებს. “მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ”- უთხრა მეუფემ მედიას. კითხვაზე აქვს, თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი გუშინ სინოდის მიერ […]










