სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის, ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი დაამტკიცა. ვალდებულებები ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან: არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს; არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს; არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს; საქართველოს […]
კატეგორია: საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა“
ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. “ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ ცე ჰეპატიტი აქვს და მკურნალობის პროცესში არ არის ჩართული. ამ დროს კი, ვიგებთ, რომ კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს […]
გიორგი რამაზაშვილმა იტალიაში მეგობრებისთვის 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა
მისი საგმირო საქმის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი როზეტა კიტოვანი წერდა, რომ ქართველი, რომელმაც მეგობრების გამო იტალიაში 7-ვაგონიანი მატარებელი გააჩერა, გიორგი რამაზაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ თავად ამ ისტორიის მთავარ გმირს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა. როგორც აღმოჩნდა, გიორგი რამაზაშვილი უკვე სამი წელია იტალიაში, ტარანტოსპროვინციაში, ქალაქ კასტელანეტაში ცხოვრობს. პოეტი, ძირითადად თუშურ დიალექტზე წერს […]
ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა
ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ ფეისბუქში ანი ვერულაშვილმა დაწერა: “ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა. პუნი გორჯი წარმოშობით ქართველი, 25 წლის, ალბერტას უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. კანადიდან ჩავიდნენ ირანში დასაქორწინებლად და უკან ბრუნდებოდნენ. ორივე ალბერტას უნივერსისტეტის სტუდენტი იყო. ორივე კომპიუტერული მეცნიერი. გოგო კრიფტოგრაფიკოსი იყო, ბიჭი პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონია და ხელოვნური ინტელექტის […]
”გულნარა წიკლაური ნიუ იორკში თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი, ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია”
ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, გულნარა წიკლაურის, გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ამის შესახებ ნანული ცხვედიანმა ფეისბუქში დაწერა: ”ის გარდაიცვალა ნიუ -იორკში, საკუთარ სახლში. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მოუძიებიათ და თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი. სამედიცინო დათვალიერებით, მას ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია. რაც შეეხება დაკრძალვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი. გულნარა […]
კალაძე ცენტრალურ უბნების „ხრუშჩოვკებიდან“ ხალხს ვარკეთილში გადასვლას სთავაზობს – ოჯახური ბიზნესის ახალი დეტალები
კიდევ ერთი ექსკლუზივი, ამჯერად თბილისის მერიიდან. ირკვევა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისის მერი წარადგენს ე.წ. „ხროშჩოვკების“ თანამედროვე სახლებით ჩანაცვლების გეგმას, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებული იქნება ვაჟა ფშაველასა და სხვა ცენტრალურ უბნებში მდებარე „ხრუშჩოვკებიდან“ მოქალაქეების ვარკეთილში გადაყვანის ინიციატივა. კერძოდ, გასულ 2019 წელს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „შპს ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. მასვე გადაეცა სიმბოლურ ფასად ვარკეთილში […]
ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა – ”ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება”
ნიუ იორკში ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქში ნანული ცხვედიანმა დაწერა: ”ნიუ -იორკში გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური! მოულოდნელად წავიდა ჩვენი გულიკო – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელსაც 20 წლის წინათ დატოვებულ სამშობლოზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. ფეისბუკზე მისი პოსტები მუდამ გამოხატავდა შორს დარჩენილი ქვეყნის, ქართული საზოგადოებისადმი გულნარა წიკლაურის მგრძნობიარე და არაორდინარულ […]
10 წლის ნინო ვოილენკო პოლიციამ ქალაქის ცენტრში იპოვა
გლდანში, ა მიკრორაიონში დაკარგული 10 წლის ნინო ვოილენკო ქალაქის ცენტრში იპოვეს. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ნინოს მასწავლებელმა დაუდასტურა. მისი თქმით, 10 წლის გოგონამ სურვილი აიხდინა და განათებული დედაქალაქის ქუჩები დაათვალიერა. ის საპატრულო პოლიციამ იპოვა. „10 წუთია მოგვიყვანა პოლიციამ. განათებული რუსთაველის ნახვა უნდოდა და მეტროთი წასულა. დიდი მადლობა ყველას“ – აცხადებს „პრაიმტაიმთან“ პატარა ნინოს დედა. გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია, […]
ანა ჯაბაური – “ცოტნე გამსახურდიას გამოღვიძება ჯერ ადრეა” – რას ამბობენ თურქი ექიმები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა თურქი ექიმების ინფორმაციაზე დაყრდნობით განუცხადა. მისივე განმარტებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ჯერ კიდევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება. „ჯერჯერობით ისევ ისეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მიუხედავად […]
გახარია – “მასწავლებლების ხელფასი 1.800 ლარი გახდება”
“განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1.800 ლარი გახდება,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს განათლებას, რაც დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საფუძველი უნდა გახდეს. […]









