”გულნარა წიკლაური ნიუ იორკში თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი, ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია”

”გულნარა წიკლაური ნიუ იორკში თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი, ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია”ნიუ იორკში ქართველი მხატვრის, გულნარა წიკლაურის, გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ამის შესახებ ნანული ცხვედიანმა ფეისბუქში დაწერა:

”ის გარდაიცვალა ნიუ -იორკში, საკუთარ სახლში. რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მოუძიებიათ და თავის საწოლში უპოვიათ მკვდარი. სამედიცინო დათვალიერებით, მას ინფარქტი და ინსულტი ერთდროულად დამართნია.

რაც შეეხება დაკრძალვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ჯერჯერობით არ არის დადგენილი. გულნარა წიკლაურს დარჩა ერთადერთი და – ლიანა წიკლაური, სიძე და დისშვილი, ასევე ჰყავს ორიოდე ნათესავი. სულ ეს არის ამჟამად, დანარჩენს შემდეგში გაცნობებთ”.