კატეგორია: საზოგადოება

სიტყვა “პიდარასტის” გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

სიტყვა "პიდარასტის" გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით

ნინო ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ სიტყვა “პიდარასტის” საჯარო სივრცეში გამოყენება ჯარიმით ისჯება. “ასე დაემთხვა რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და დღეიდან სიტყვა “პიდარასტის” საჯაროდ გამოყენება მინიმუმ 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს” – წერს ბოლქვაძე. ნიუპოსტი

ლევან ვასაძე – “ვიღაც ჭინკებმა სახურავიდან ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს, ხალხი დაისვარა”

ლევან ვასაძე - "ვიღაც ჭინკებმა სახურავიდან ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს, ხალხი დაისვარა"

ლევან ვასაძის თქმით, როგორც გუშინ არც დღეს, არ მისცემს საშუალებას ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გაიმართოს. “ვიღაც ჭინკებმა, რომ გავდიოდით სახურავიდან ფეკალური მასები გადმოგვანთხიეს, ხალხი დაისვარა” – ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც იქ შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, როგორც გუშინ არც დღეს, არ მისცემს საშუალებას ფილმის ჩვენება გაიმართოს. რადიკალური ჯგუფები ვერის ბაღიდან კინოთეატრ […]

პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა

პანკისის ხეობაში სახლი დაიწვა

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. განადგურებულია ქუშანაშვილების საცხოვრებლის დიდი ნაწილი და კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობას ახმეტისა და თელავის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მამა ანდრია ჰომოსექსუალობაზე: ამ ცოდვის რეცეპტი საპატრიარქოს გამოუწერონ, იქ იღებს სათავეს

მამა ანდრია ჰომოსექსუალობაზე: ამ ცოდვის რეცეპტი საპატრიარქოს გამოუწერონ, იქ იღებს სათავეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ფილმის And Then We Danced ჩაშლის მცდელობაზე პუტინისტური ჯგუფების მხრიდან გამოეხმაურა: “სწორედ ამას ქვია ფარისევლობა რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ჯერ ეკლესიის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ეს ცოდვა რომ ვიცოდეთ. ცოდვის რეცეპტი უმჯობესია საპატრიარქოს გამოუწერონ, რადგან ამ ცოდვის საწყისი იქ იღებს სათავეს; ცოცხალ ფილმებს აყურებინებდნენ თავისი ცხოვრებით ახალგაზრდებს და უმჯობესია სწორედ ჯერ ეს საკითხი მოვაგვაროთ […]

სანდრო ბრეგაძე – „დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა, ის მიტინგზე იმიტომ მივიდა, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“

სანდრო ბრეგაძე - „დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა, ის მიტინგზე იმიტომ მივიდა, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“

„ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, კინოჩვენებასთან დაკავშირებით მშვიდობიანი პროტესტით მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართველი ერი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას არ შეეგუება. რაც შეეხება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, რომ  მიტინგზე მისი გამოჩენა პროვოკაცია იყო. „დავით ბერძენიშვილი არის ნაძირალა. დავით ბერძენიშვილი მოვიდა მიტინგზე, რომ მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ“, – განაცხადა სანდრო […]

კინო ამირანიდან ანი სუბელიანი სასწრაფოთი გაიყვანეს – “გადავრჩი, თვალი რომ არ დავკარგე”

კინო ამირანიდან ანი სუბელიანი სასწრაფოთი გაიყვანეს - "გადავრჩი, თვალი რომ არ დავკარგე”

კინოთეატრ “ამირანთან” აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს. “ეტყობა მიცნეს და მძიმე საგანი მესროლეს, გადავრჩი, რომ თვალი არ დავკარგე”- აცხადებს სუბელიანი.

საპატრიარქოში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

საპატრიარქოში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

პატრიარიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში მღვდელმთავრები დაიბარა. სასულიერო პირები სავარაუდოდ კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე პროცესებს განიხილავენ, სადაც შვედურ-ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა რადიკალური ჯგუფების აგრესიული აქციის ფონზე მიმდინარეობს.

კინო ამირანთან დავით ბერძენიშვილი ცემეს

კინო ამირანთან დავით ბერძენიშვილი ცემეს

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც გეი დრამის შესახებ გადაღებული ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვებთ”-ის ჩვენება უნდა გაიმართოს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს დავით ბერძენიშვილს რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ბერძენიშვილმა თქვა, რომ “ყველას აქვს უფლება რა ფილმსაც უნდა იმას უყუროს”, რის შემდეგაც ის აგრესიულ მასას პოლიციამ განარიდა. პოლიტიკოსი ადგილიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს. ნიუპოსტი

კინო ამირანთან ალექსანდრე ფალავანდიშვილი დააკავეს

კინო ამირანთან ალექსანდრე ფალავანდიშვილი დააკავეს

კინოთეატრ “ამირანთან” აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი დააკავეს. “კურიერის” კორესპონდენტის ცნობით, კინოთეატრის ტერიტორიაზე კიდევ ორი დაკავებული შეიყვანეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სასულიერო პირია. აქციის დროს ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა. კინოთეატრის შიგნით ისევ არეულობაა, პერიოდულად ფეთქდება პიროტექნიკა. ძლიერიდაკვამლიანების გამო სასუნთქი გზების პრობლემა შეექმნა რამდენიმე ადამიანს.

კინო ამირანთან სპეცრაზმი მივიდა

კინო ამირანთან სპეცრაზმი მივიდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწება, ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. ამ დროისთვის „ამირანთან“ დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს. იპნ