კინო ამირანთან სპეცრაზმი მივიდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწება, ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

ამ დროისთვის „ამირანთან“ დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი