კატეგორია: საზოგადოება

სოფელ სამებასთან მორიგი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. “დღეს, თბილისის დროით 10:55 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.5 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”- ნათქვამია განცხადებაში.

„მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა“ – ზაზა ლორიას მეუღლე

„მე არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ბოლო წუთამდე იბრძოდა“ - ზაზა ლორიას მეუღლე

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული პილოტის, ზაზა ლორიას  ქვრივმა, თამარ ასანიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში პირველი კომენტარი გააკეთა: „დამირეკა, ერთ საათში უნდა ჩამოვიდე და დამხვდიო. ახლაც ველოდები. საშინელი ტრაგედია მოხდა. განა მარტო ჩემს ქმარს ვტირი, მე ვტირი იმ ბიჭებს, ვინც შეეწირა – დანარჩენი მფრინავები, მაშველები, ექიმები. ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი და დღეს ამას შეეწირა. ყოველთვის სადარაჯოზე იყო, […]

„ნელა, ნელა დაგიძველდა მიკროფონი, გოგო?“ – წულუკიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

„ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ…“ – წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა

„დაგიძველდა მიკროფონი, გოგო?” – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ერთ-ერთ ჟურნალისტს კომენტირების დროს. ჟურნალისტმა წულუკიანს შეკითხვა აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დაუსვა და ჰკითხა, ხელისუფლება რატომ უპირისპირდება და აზიანებს თუ არა ეს დასავლურ ღირებულებებს, რაზედაც კულტურის მინისტრმა უპასუხა: „ნელა, ნელა, დაგიძველდა მიკროფონი, გოგო? არავინ არავის უპირისპირდება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და […]

„წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის“ – გრიგოლია ჩერგოლეიშვილს

„წაბრძანდით, მადლობა დარიგებისთვის, ეს იყო თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია, ჟურნალისტის“ - გრიგოლია ჩერგოლეიშვილს

თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის” გადაცემაში „რეაქცია” დატოვა, თანაც ისე, რომ არც ჰქონდა ინტერვიუ დაწყებული. მისი გაღიზიანება დიდი ხნით ლოდინმა გამოიწვია, რაზეც უკმაყოფილება არ დამალა, შევიდა პირდაპირ ეთერში, მაშინ, როდესაც გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია სტუმართან საუბარს ასრულებდა და  გრიგოლიას შენიშვნა მისცა. „50 წუთია ვიცდი, ისე დავიგეგმოთ ხოლმე, რომ ადამიანებმა თავისი ძვირფასი წუთები არ კარგონ” – მიმართა […]

„ალტ ინფო” იხურება

„ალტ ინფო" იხურება

„ალტ-ინფო იხურება” – პრორუსი რადიკალების ტელევიზიას ფინანსური პრობლემები დაუდგა.  მოძალადეების პროპაგანდისტული არხი მაუწყებლობას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეაჩერებს. რეგიონებში იხურება “კონსერვატიული პარტიის” ოფისებიც. დასაქმებულ ხალხს უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან და სახლებში უნდა წავიდნენ. პროპუტინისტური დაჯგუფება დახმარებას ახლა ხალხს სთხოვს და მოწყალებას სოციალურ ქსელში ითხოვს. “ალტ-ინფოს” რესურსი ფაქტობრივად არ აქვს. (დახურვის) საშიშროება ყოველთვის არის, ამ […]

„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ – გურჯაანის და ყვარლის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

„შვილის დაღუპვის შემდეგ, მისი ყოველი დღე ტანჯვა იყო“ - გურჯაანის და ყვარლის მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა

გურჯაანის რაიონული სასამართლოსა და ყვარლის მაგისტრი მოსამართლე, ნუნუ ნემსიწვერიძე გარდაიცვალა. მაგისტრი მოსამართლე ბოლო წლინახევრის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. მას ნათესავები უვლიდნენ. ნუნუ ნემსიწვერიძის კოლეგები ამბობენ, რომ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერთადერთი შვილის გარდაცვალებამ გააუარესა. „ცოტნე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და ამის შემდეგ, ნუნუს ცხოვრების ყოველი დღე ტანჯვა იყო. საოცრად კარგი ბიჭი იყო და მასზე დარდში ათენ-აღამებდა […]

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს და წერს, რომ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. „ინფო რუსთავს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ არასრულწლოვანმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული. ძაღლი კარის გაღებისთანავე ბიჭს თავს დაესხა და დაკბინა. თვითმხილველების ცნობითვე, ეზოში მყოფებმა ძაღლისთვის ბავშვის გამოტაცება შეძლეს, რა დროსაც რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, პიტბული კი კვლავ ავტოფარეხში ჩაკეტეს. დაშავებული 11 […]

შიდა ქართლში ყირიმ-კონგოთი 53 წლის კაცი დაავადდა

შიდა ქართლში ყირიმ-კონგოთი 53 წლის კაცი დაავადდა

ყირიმ-კონგოს მორიგი შემთხვევა შიდა ქართლში – ჰემორაგიული ცხელებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ხაშურიდან 53 წლის კაცი გადაიყვანეს. როგორც ინფიცირებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 53 წლის კაცი მძიმე ინფექციით საკუთარი ცხოველისგან დაინფიცირდა. მას ახლო კონტაქტი ჰქონდა მსხვილფეხა პირუტყვთან, რომელსაც თავად უვლიდა. როოგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, […]

„2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო“ – მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

არ წაიყვანოთ ბავშვები ხალხმრავალ კურორტებზე - ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც ბუწაშვილი ამბობს, ამ ვირუსთან მიმართებაში ჯანდაცვის სფერო უფრო მობილიზებულია და ბევრი რამ იცის, ვიდრე კოვიდის დროს იყო. „ორი დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. 2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო. ამან გარკვეული მღელვარება გამოიწვია. რა თქმა […]