10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს

10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებსსინოპტიკოსები 10 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებას ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში კი სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ქარია ნავარაუდები. დედაქალაქში ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.

10 აგვისტოდან სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მკვეთრ მომატებას ვარაუდობენ.