შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციიდან პოლიციაში ხმაურთან დაკავშირებით შეტყობინების გამო პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. საპროტესტო აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ამის გამო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიება არკვევს რამდენად გაუსაძლისი იყო აქციის მონაწილეთა ხმაური იქ მცხოვრებელთათვის და ირღვეოდა თუ არა ამით მოქმედი კანონმდებლობა. დაიწყო, გუშინ გამოკითხა სამი ადამიანი, წუხელ – ხუთი. სავარაუდოდ, გამოკითხვები გაგრძელდება. გამოკითხვის პროცესს აკვირდებოდა საია-ს აჭარის ოფისს […]
კატეგორია: საზოგადოება
”ჩემს ქმარს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი” – ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდა
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც 20 ივნისის ღამის დარბევის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალის წარდგენას ელოდება, მისი მეუღლე მივიდა. ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდა. ის ამბობს, რომ მისი მეუღლისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას შენობის სიახლოვეს დაელოდება. National Geographic-ის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა. ის გუშინ […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 18:50 საათზე, სოფელ მოხვასთან დაფიქსირდა. ნიუპოსტი
დავით დვალი – ”გახარია უნდა გადადგეს!”
გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე და ახლა კიდევ უფრო მეტად, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის,გედევან ფოფხაძესა და კობა ნარჩემაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც დვალმა აღნიშნა, ის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე იყო. „გახარიასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ ფოტო მაქვს და წერია – გახარია წადი! სამწუხაროდ, ამ წუთას ჩემი ტრიბუნა […]
დავით დვალი – ოქრუაშვილის დაკავება “რუსთავი 2“-ს უკავშირდება
„რუსთავი 2“- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას “რუსთავი 2“-ის მოვლენებს უკავშირებს. “მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უამრავი აბსურდი და სისულელეები თქვა „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, ვხედავ კავშირს, რომ ამ აქტივირების შედეგია, რომ დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი“,- აღნიშნა დავით დვალმა.
ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოიშალა
გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა
დღეს, ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.ტრადიციულად, ყოველ 26 ივლისს გიორგი სანაიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები საბურთალოს სასაფლაოსთან შეიკრიბებიან. შეგახსენებთ, გიორგი სანაია 26 წლის ასაკში, 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. საქმეზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2003 წლის 9 ივლისს სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ შსს-ის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის […]
მყინვარების დნობამ მესტიაჭალის ხეობა გადაკეტა და დროებითი ტბა წარმოქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამომწვევი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი […]
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის
აშშ-ის საელჩომ რადენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “ამ წუთებში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მყინვარწვერზე ადის. ამ ფოტოების გამოგზავნისას გვთხოვა თქვენი რეკომენდაციები, რა მოინახულოს ყაზბეგში? მოგვწერეთ რჩევები კომენტარებში”. პოსტმა ფეისბუქში დიდი ინტერესი გამოიწვია. “ელჩი გამოგზავნეთ, ელჩი. არ გვაინტერესებს ეგეთი რაღაცეები” “თრუსოს ხეობა, დარიალის ხეობა, ჯუთა, გველეთის ჩანჩქერი”. “ორწვერი და დევდარაკი” “გველეთის ჩანჩქერი”, – წერენ […]
კატასტროფა სვანეთში – მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა – წყალმა ათეულობით მანქანა წაიღო
კატასტროფა სვანეთში – „კურიერის“ ინფორმაციით, მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ. ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული. სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა […]









