”ჩემს ქმარს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი” – ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდა

”ჩემს ქმარს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი” - ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდათბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც 20 ივნისის ღამის დარბევის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალის წარდგენას ელოდება, მისი მეუღლე მივიდა.

ეკა ჯაიანი პოლიციასთან საქართველოს დროშით მივიდა. ის ამბობს, რომ მისი მეუღლისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენას შენობის სიახლოვეს დაელოდება.

National Geographic-ის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა. ის გუშინ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე დაშავდა, მას შუბლში რეზინის ტყვია მოხვდა.

“ჩემი ქმრის ბედი და ქვეყნის ბედი ურთიერთკავშირშია. თუ კი ბრალს წარუდგენენ ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა. ის აგრესია რაც ჩანს კადრებში, არის სპეცრაზმელების აგრესიის მიერ გამოწვეული და მანამდე მაქვს აქვს მოხვედრილი ტყვია შუბლში ჩემს ქმარს. იგი აღაშფოთა იმან, რაც იქ ხდებოდა როგორ ძალადობდნენ სპეცრაზმელები”-ამბობს ჯაიანი.

რუსთავი 2