ბოლო რამდენიმე დღეა ჟურნალისტურ წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ სექტემბრიდან ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ეთერში აღარ გავა.. როგორც მედიამ გაარკვია, ჟორჟოლიანი რუსთავი 2-ზე რჩება და ის ახალ სოციალურ გადაცემას წაიყვანს. ჟორჟოლიანი “ონ.ჯი”-სთან ამბობს, რომ ფორმატის შეცვლა 4 თვის წინ გადაწყდა. ტელეწამყვანის თქმით, ახალი გადაცემა სოციალური ტოქ-შოუ იქნება. “[აქციებიდან] პირდაპირ ეთერშიც გავიდა ნანუკას შოუ, ნელ-ნელა შევდიოდით მაგ […]
კატეგორია: საზოგადოება
პაატა სალია – ”ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ს ფული გადაურიცხა, დავით ნიკურაძე ვაშინგტონში დარჩება”
„რუსთავი 2-ის“ მფლობელსა და დამფუძნებლებს შორის გამართულ შეხვედრაზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალიამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შეთანხმებას დღეს ვერ მიაღწიეს. სალია ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა წილის 40 პროცენტი შეთავაზა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მხარეები, ამ დროისთვის უცნობია. „თქვა ქიბარ ხალვაშმა, რაც იყო შეთავაზება, იყო 40 პროცენტი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი […]
ქიბარ ხალვაშმა დვალს და აქიმიძეს “რუსთავი 2-ის” 40% შესთავაზა – ისინი არ დათანხმდნენ
ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები არ დათანხმდნენ. სამაუწყებლო კომპანიის მფლობელმა დვალს და აქიმიძეს “რუსთავი 2-ის” წილის 40 პროცენტი შესთავაზა. თუმცა, დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება. „მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი “რუსთავი 2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი […]
ქიბარ ხალვაში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება.შეხვდრას ასევე ესწრება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძისთვის წილების გადაცემის საკითხია. როგორც შეხვედრის დაწყებამდე დავით დვალმა აღნიშნა, ისინი მოისმენენ ქიბარ ხალვაშის წინადადებას. ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი […]
ნოდარ მელაძე – “პაატა სალიასთან ერთად დავგეგმეთ რუსთავი 2-ის შემოდგომის ბადე”
„რუსთავი 2“-ზე ახალ დირექტორთან დაიგეგმა ბადე, რომლითაც არხი ახალი სეზონიდან გავა ეთერში. რა გადაცემები მოხვდა ბადეში, ამის შესახებ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „პირველივე დღიდანვე, რაც არხზე მოვიდა ახალი გენდირექტორი პაატა სალია, დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა და თათბირიც იყოს მასთან. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, რომელიც არ შეჩერებულა. დღესაც იყო პროგრამირების საბჭო გენერალურ დირექტორთან, […]
ლევან ვასაძე – ”ჟურნალისტებს თუ ჯარიმას მიარჭობ და ციხეში ჩასვამ, ქვეყანაც დალაგდება!”
ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს.როგორც ვასაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან. „მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის […]
“ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-თვის ბრძოლას თუ დაიწყებს, გვერდში დავუდგები”
ეროსის და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2”-ის გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა. ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მიერ წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო. ზურაბ კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია დეტალები თუ რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებაზე. […]
ბეჟან ლორთქიფანიძისადმი სოლიდარობის გამო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს
სოლიდარობა ივანიშვილის მიერ დაპატიმრებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს, – ამ მოტივით სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “ნაკრესი” საქმიანობას წყვეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფორმით პროტესტს უცხადებს. ბეჟან ლორთქიფანძეს, რომელიც ცენტრის თანამშრომელი და National Geographic-ის მკვლევარია, საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ლორთქიფანიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული […]
ძმები ყარამანიშვილები – “ამ ბრძოლაში დანებების უფლება არ გვაქვს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!”
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ. ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია საქართველოს სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ. ისინი “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ბრძოლა გრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართლიანობის აღსადგენად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ. “მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ “რუსთავი 2-ელს”. ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების […]
“დავდევთ და გვემალებიან” – მთავრობის წევრები მესტიაში მოსახლეობას არ შეხვდნენ
სვანეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ სტიქიას ადგილობრივები ჰესების მშენებლობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის გამო ჭალის გაჩეხვამ, ეკოლოგია დააზიანა და ხეობას და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. მათი თქმით, ისინი ამის შესახებ ხელისუფლებას ადრეც აფრთხილებდნენ თუმცა მთავრობისგან რეაგირება არ ყოფილა. ადგილობრივები დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხობდნენ, რომლებიც დღეს რეგიონში იმყოფებიან, თუმცა მათი თქმით ხელისუფლება მათ ემალებათ […]










